„არ ვარ დარწმუნებული ანაკლიის პორტის პროექტის საჭიროებაში, ყველამ იცის რომ არარენტაბელურია, მაგრამ ამის თქმის ეშინიათ“-გიორგი ქობულია

„არ ვარ დარწმუნებული ანაკლიის პორტის პროექტის საჭიროებაში, ყველამ იცის რომ არარენტაბელურია, მაგრამ ამის თქმის ეშინიათ“-გიორგი ქობულია

access_time2020-05-15 15:30:14

„ზოგადადაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საერთოდ საჭიროა, ბოლომდე გააზრებული არ არის. ყველამ იცის რომ ეს არარენტაბელური პროეტია, მაგრამ ახლა ეშინიათ რომ თქვან პროექტი არ ვარგაო, ამიტომ რაღაცეებს იგონებენ. გამოაცხადებენ ტენდერს და არავინ მიიღებს მონაწილეობას, იტყვიან ვეცადეთ მაგრამ აი არ გამოვიდაო“, - ასე აფასებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.


გიორგი ქობულია „კომერსანტთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი  საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გამავალი ტვირთების სიმცირის გამო არ გამოდგება და ის ასევე არარენტაბელურია.


„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ლოგისტიკური დერეფნები გაიჭრას, მათ შორის ევროპის მიმართულებით, ამისთვის პირველ ეტაპზე, სანამ ანაკლიის პროექტს მივადგებოდეთ, საჭიროა დავაყენოთ ერთი-ორი საკონტეინერო გემი ფოთში რეგულარულ ხაზზე, რაზეც წლებია საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ ესეც კი ვერ გავაკეთეთ. პირველ რიგში,მოსაგვარებელია ლოგისტიკური საკითხები, რადგან საქონელი ვერ შემოგვიტანია და ვერ გაგვიტანია, ამ დროს კი გვინდა რომ პროექტები განვავითაროთ. ვინ განავითარებს იქ წარმოებას სადაც, ლოგისტიკური დერეფნები არ არის აწყობილი? გარდა ამისა, პროექტი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გამავალი ტვირთების სიმცირის გამო არ გამოდგება და ის ასევე არარენტაბელურია,  ამიტომ მიმაჩნია, რომ მითუმეტეს ამ სიტუაციაში ანაკლიის პორტის მშენებლობას აზრი არ აქვს, შეიძლება წლების შემდეგ ვიფიქროთ, მაგრამ ახლა არა. ზოგადადაც, არ ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საერთოდ საჭიროა, ბოლომდე გააზრებული არ არის. ყველამ იცის რომ ეს არარენტაბელური პროექტია, მთავრობამაც და კონსორციუმმაც, მაგრამ ახლა ეშინიათ რომ თქვან პროექტი არ გამოდგება, ამიტომ რაღაცეებს იგონებენ. გამოაცხადებენ ტენდერს და არავინ მიიღებს მონაწილეობას, იტყვიან ვეცადეთ მაგრამ აი არ გამოვიდაო“, - აცხადებს გიორგი ქობულია.



შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ანაკლიის პროექტის ყოფილმა ინვესტორმა, რომელთანაც მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა, პორტის აშენების სურვილი კვლავ გამოთქვა. თუმცა, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ არ არსებობს საფუძველი ანაკლიის კონსორციუმს მთავრობა მერვედ ენდოს. მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე მთავრობა ტენდერს ხელახლა გამოაცხადებს, უბრალოდ ეს პროცესი პანდემიამ დროებით შეაფერხა.


ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ვრცელ ინტერვიუს „კომერსანტი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up