არ ველოდით ასეთ აქტიურობას, თუ ასე გაგრძელდება ეს ძალიან დაეხმარება სექტორს - „შატო მუხრანი“ ლოკალურ მომხმარებელზე კონცენტრირდა

არ ველოდით ასეთ აქტიურობას, თუ ასე გაგრძელდება ეს ძალიან დაეხმარება სექტორს - „შატო მუხრანი“ ლოკალურ მომხმარებელზე კონცენტრირდა

access_time2020-06-10 14:00:27

პირველი ივნისიდან „შატო მუხრანის“ დასასვენებელი სივრცე, ღვინის ტურები და ღონისძიებები ადგილობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვმდომი გახდა.ღვინის ბარი და გასართობ-დასასვენებელი სივრცე „შატო მუხრანი“ ტურისტებისთვის მცხეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და საინტერესო სანახავ ადგილად მიიჩნეოდა. ამჟამად „შატო მუხრანი“ ლოკალურ მომხმარებელზე კონცერტრირდა, ისევე როგორც დარგის ყველა ბიზნესი. ფასდაკლებებითა და სტუმრების შესაძლებლობებზე მორგების მეშვეობით სივრცის მარკეტინგის მენეჯერი თეონა ტალახაძე იმედოვნებს, რომ უცხოელი ტურისტების სიმცირე შესამჩნევი არ იქნება საქმიანობისთვის.


 „არ ველოდით ასეთ აქტიურობას, პირველივე ივნისიდანვე გვყავდა სტუმრები, გუშინ კი ჩვენი სივრცე მთლიანად დაკავებული იყო.  ასე თუ გაგრძელდება, ეს ძალიან დაეხმარება არსებულ მდგომარეობას ბიზნესსა და ეკონომიკაში.  მთავარია, თითოეულმა კომპანიამ შესაბამისი განწყობა შექმნას მომხმარებლისთვის და მოერგოს ადგილობრივ დამსვენებელს“ - აცხადებს  „შატო მუხრანის“ მარკეტინგისა და ბრენდ-მენეჯერი თეონა ტალახაძე.


მისი განცხადებით, გახსნიდან პირველ დღეებში კომპანიას მოსამზადებელი სამუშოები ჰქონდა, რათა მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო უსაფრთხოების კუთხით ყველა  დადგენილი ნორმა. 



„პირველ დღეებში მოსამზადებელი სამუშაოები გვქონდა, რადგან გამოცხადებულზე ადრე მოგვექცა მუშაობის უფლება. მომხმარებელს ვთავაზობთ მათთვის მორგებულ სერვისებს, პაკეტებს, ახალი მენიუც მომზადდა, გვაქვს ბავშვების კუთხეც და გვყავს ანიმატორებიც. უსაფრთხოების კუთხით,  ყველა ღონისძიებას ვატარებთ - სტუმრებს თერმოსკრინინგი უტარდებათ,  ვიცავთ სისუფთავეს და  ყველა რეგულაციას ვითვალისწინებთ. მართალია  უცხოელი სტუმრების  რაოდენობა მინიმუმამდეა დასული, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ნელ-ნელა ამ მიმართულებითაც ამუშავდება ტურიზმი და ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები.  ეს ის პერიოდია, როცა მომსახურების სფერო  ლოკალურ მომხმარებელზეა ორიენტირებული. უცხოელი ტურისტი რა თქმა უნდა დაგვაკლდება, რადგან ამ სფეროში ყველა ობიექტის შემოსავალს ძირითადად განსაზღვრავდა ჩამოსული ვიზიტორი.  თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ქართველებისგან იქნება მონდომება, რომ ნახონ მეტი ადგილი და დაისვენონ საქართველოში, რაც ამ კრიტიკულ პერიოდში აუცილებელია.“- განმარტავს თეონა ტალახაძე.


„შატო მუხრანის“ მიერ ადგილობრივი დამსვენებლებისთვის შეთავაზებული ღონისძიებების ჩამონათვალშია სხვადასხვა სახის ტურები -  პიკნიკი ღია სივრცეში, ღია რესტორანიც მოქმედებს, საპიკნიკე მენიუ და ველოსიპედების ტური ვენახში.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up