"არა ქართული ოცნების რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროკავშირს და რუსულ დიქტატურაში მიათრევს" - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტთან არიან შეკრებილები.
არასამთავრობოების ერთობლივი გზავნილია, რომ "დღეს და მომავალში პარლამენტის თითოეული წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს, პირადად იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მოსპობაში".
"რუსული კანონი ჩვენი არჩევანი არ არის და არა რუსულ კანონს" - ამბობენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ მზად არიან ესაუბრონ იმ დეპუტატებს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი.
რუსული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში საგარეო და თავდაცვის გაერთიანებულ კომიტეტებზე რამდენიმე წუთში იწყება.
პარლამენტის ფოიეში შეკრებილმა მედიის წარმომადგენლებმა “ხალხის ძალა” კომიტეტის სხდომაზე პროტესტით შეაცილა. დეპუტატების გამოჩენას არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები სკანდირებითა და სტვენით შეხვდნენ.