არასაიმედო ვალუტა და სებ-ის არაეფექტიანი ნაბიჯები - რატომ არ მცირდება დოლარიზაცია?

არასაიმედო ვალუტა და სებ-ის არაეფექტიანი ნაბიჯები - რატომ არ მცირდება დოლარიზაცია?

access_time2021-11-02 10:00:22

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპით შეშფოთებულია. როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ლარის რესურსის გაძვირების ფონზე, გაზრდილ დაკრედიტებაში, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების გაზრდილი წვლილი ძალიან საყურადღებოა.



ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სავალუტო სესხების ზრდა მონეტარული პოლიტიკის მუშაობას აფერხებს. შესაბამისად, სებ-ის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სამომავლოდ მარეგულირებელს უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შესაზღუდად რაიმე დამატებითი მექანიზმების გამოყენება მოუწიოს.



„ძლიერი საკრედიტო აქტივობა ეკონომიკისთვის დადებითი ბიძგია, თუმცა ეს ინფლაციის შემცირებას ხელს უშლის. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები უფრო სწრაფად იზრდება და ეს ხელისშემშლელია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მუშაობისთვის. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებითაც ვფიქრობთ, თუ იქნება რამის გაკეთება აუცილებელი უცხოური ვალუტის სესხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.



სებ-ის მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯის მიუხედავად, რომელიც დედოლარიზაციისკენ იყო მიმართული, ფაქტია, რომ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები უფრო სწრაფად იზრდება და ამას ეროვნული ბანკიც აღიარებს. რატომ არის არაეფექტური ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები და სად არის მთავარი პრობლემა, ამ თემაზე „კომერსანტიეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილს ესაუბრა.



„წლებია, შედეგები აჩვენებს იმას, რომ არასწორ გზას ვადგავართ, რადგან იმის მიუხედავად, რომ მკვეთრად ზღუდავენ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემას, სარეზერვო მოთხოვნები ხუთჯერ მეტია დოლარში, ვიდრე ლარში, მაგრამ ფაქტია რომ ლარის კურსი უფასურდება, დეპოზიტების დოლარიზაცია თითქმის არ შეცვლილა და 60%-ზე მეტია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობა ლარს არ ენდობა. თუმცა, როგორ შეიძლება ენდო იმ ვალუტას, რომლის ინფლაცია 12%-ზე მეტია. ეროვნული ბანკი გამუდმებით არასწორ ნაბიჯებს დგამს დედოლარიზაციასთან მიმართებაში.


თუ დავაკვირდებით, დოლარიზაცია მცირდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ენდობიან ლარს და ამ ვალუტას რომ ენდო რთულია, ამისთვის საჭიროა ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციების შემოდინება, რათა ლარზე მოთხოვნა რეალურად გაიზარდოს“,
- აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.




ეკონომიკის დოქტორი ლია ელიავაც ამბობს, რომ დედოლარიზაციის პოლიტიკის გასატარებლად საჭიროა ეროვნულ ვალუტას ჰქონდეს ავტორიტეტი, თუმცა ლარის ავტორიტეტი საკმაოდ შერყეულია.



„ეროვნული ბანკის მხრიდან სესხებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების მიღების მიუხედავად, მოსახლეობა მაინც ინტენსიურად ხმარობს უცხოურ ვალუტას, როგორც თავისი სახსრების დაცვის საუკეთესო საშუალებას. ლარის ავტორიტეტი საკმაოდ შერყეულია, რადგან ფასების დონის განსაზღვრა ფაქტობრივად ხდება დოლართან მიმართებაში და შემდეგ ლარში გადაიყვანება, ეს იმპორტდამოკიდებული ქვეყნის ბედია. იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში მოსახლეობა საკრედიტო თანხებს ძირითადად ხმარობს იმისთვის, რომ უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციის ანგარიშსწორება მოახდინოს.


არაეფექტიანია ყველა ღონისძიება, რასაც სებ-ი აკეთებს, რადგან ჩვენს არაკლასიკურ ეკონომიკაში, მარტო დოლარში გაცემული სესხების შემცირება არასაკმარისია ქვეყანაში დოლარიზაციის შემცირებისათვის. ხშირად მოჰყავთ მაგალითი, რომ სხვა ქვეყნებმა, მაგალითად ისრაელმა, მოახერხეს ეს, მაგრამ მათი ეკონომიკის დონე სხვაა, ჩვენი სხვა, მათ გააჩნიათ შიდა წარმოება. საქართველოში კი შიდა წარმოების 70%-ც კი იმპორტზეა დაფუძნებული, რადგან ყიდულობენ საქონელს, გადაფუთავენ და ყიდიან, ამას ეძახიან შიდა წარმოებას.


ეროვნული ბანკი როდესაც დოლარიზაციაზე საუბრობს, აქცენტს აკეთებს ანაბრების დოლარიზაციაზე და უცხოურ ვალუტაში ანაბრების შემცირებას თავისი საქმიანობის წარმატებას მიაწერს, სინამდვილეში 2-3%-იანი კლება დოლარში ანაბრების კუთხით აბსოლუტურად არაფრის მთქმელია. ქვეყნის ეკონომიკა სექტორალურ ჭრილში თუ არ შეიცვლება, სანამ ადგილობრივ პროდუქციაზე დაფუძნებული წარმოება არ გაიზრდება და ლარს არ ექნება ავტორიტეტი, რომ მოსახლეობამ გამოიყენოს როგორც დაგროვების საშუალება, მანამ დოლარიზაციასთან ბრძოლა არაეფექტიანია“, - ამბობს ლია ელიავა.



აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი გაზრდილია და 48%-ს შეადგენს. თუმცა ასევე მზარდია უცხოური ვალუტით დენომინირებული საკრედიტო პორტფელიც და სექტემბერში სავალუტო სესხების წლიური ზრდის ტემპი 6.8% იყო. გარდა ამისა, ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 11.6% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტის დეპოზიტების ზრდამ 13.3% შეადგინა. ამასთან, სექტემბერში დეპოზიტების დოლარიზაციამ 60.7% შეადგინა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up