არაჯანსაღი კონკურენცია თუ ბიზნესისთვის მომგებიანი პროგრამა - როდიდან გეგმავს მთავრობა ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლას?

არაჯანსაღი კონკურენცია თუ ბიზნესისთვის მომგებიანი პროგრამა - როდიდან გეგმავს მთავრობა ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლას?

access_time2022-09-05 11:00:32

მიმდინარე წელს საქართველოში რთველის სუბსიდირება ისევ მოხდება და მთავრობა რქაწითელისა და კახური მწვანის სუბსიდირებას მოახდენს, რაზეც ბიუჯეტიდან ჯამში 150 მლნ ლარს დახარჯავს. პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძენი 90 თეთრზე ნაკლები არ ეღირება.


რთველის სუბსიდირებას მეღვინეები განსხვავებულად აფასებენ. ზოგიერთი მათგანი თვლის რომ, წლების განმავლობაში არსებული სახელმწიფო სუბსიდია მეღვინეებს არათანაბარ პირობებში აყენებს და ბაზარს არაჯანსაღს ხდის, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ყურძნის სუბსიდირება მომგებიანია როგორც ღვინის კომპანიისთვის, ასევე ყურძნის ჩამბარებლისთვის.


„ვფიქრობ, სუბსიდიის ამდენი წლის განმავლობაში გაგრძელება არასწორია, ეს არაჯანსაღია, შესაძლოა გარკვეული პრობლემა რაღაც პერიოდში სახელმწიფო სუბსიდიით მოგვარდეს, მაგრამ არა ყოველთვის“, ამბობს „თბილღვინოს” ხელმძღვანელი ზურაბ მარგველაშვილი.



„თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი კი აღნიშნავს, რომ წლევანდელი საკმაოდ კარგი მოსავლის შემდეგ, ყურძნის სუბსიდირება მომგებიანია როგორც ღვინის კომპანიისთვის, ასევე ყურძნის ჩამბარებლისთვის.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში წელს 250 000 – 300 000 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. მოსავალის უმეტესობა, 200 000 ტონამდე, თეთრი ყურძენი იქნება, 100 000 ტონა კი წითელი. სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას თქმით, მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად არ არის შემცირებული, რის გამოც საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებაზე მთავრობამ უარი თქვა. მისი განმარტებით არ არის გამორიცხული, შემდეგ წლებში მთავრობამ სუბსიდირებაზე საერთოდ უარი თქვას.


„ომმა ყველაზე მეტად ბრენდის და საბრენდე სპირტის წარმოება დააზარალა და სწორედ ამიტომ გახდა საჭიროა რქაწითლის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება. თუმცა ზოგადად, მომავალ წელს გარკვეული ცვლილებები იგეგმება. შესაძლოა სახელმწიფო სუბსიდირებიდან საერთოდ გამოვიდეს და ყურძნის ბაზარი თვითკმარი და თვითრეგულირებადი გახდეს“, - ამბობს ლევან მეხუზლა.


მთავრობამ ამ ღვინის სექტორის სუბსიდირება 2008 წელს დაიწყო. ამ გადაწყვეტილების თავდაპირველი მიზანი რუსული ემბარგოს უარყოფითი ზეგალენის შერბილება და მევენახეობისა და მეღვინეობის დარგების წახალისა იყო. 2018 წელს მთავრობამ განაცხადა, რომ 2008 წლის შემდეგ, 2018 იქნებოდა პირველი წელი, როდესაც სახელმწიფო აღარ დაასუბსიდირებდა ყურძნის მოსავალს. თუმცა სახელმწიფო კომპანია აკურას დაევალა რთველი 2018-ის მოსავლის მისაღებად და გადასამუშავებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. აკურას მოუწია იმ ყურძნის შესყიდვა, რაც დარჩა ბაზარზე კერძო კომპანიების შესყიდვების შემდეგ. ამ შესყიდვის განსახორციელებლად შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ 10 მლნ. ლარის ყურძნის შესყიდვის პროექტი დაამტკიცა. იგივე განმეორდა შემდეგ წლებშიც.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up