არაერთი ინდური და ბელგიური კომპანია ყიდულობს რუსულ ბრილიანტს დიდი რაოდენობით

არაერთი ინდური და ბელგიური კომპანია ყიდულობს რუსულ ბრილიანტს დიდი რაოდენობით

access_time2022-09-18 19:00:03

რუსული სამთო გიგანტი ALROSA ბრილიანტებს ფარულად ინდოეთსა და ბელგიაში მას შემდეგ ყიდის, რაც აშშ-ს სანქციების სიაში მოხვდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ისთვის გახდა ცნობილი.


აღნიშნულია, რომ არაერთი ინდური და ბელგიური კომპანია ყიდულობს რუსულ ბრილიანტს დიდი რაოდენობით ხელსაყრელი პირობებით, შეზღუდვების გვერდის ავლით. საერთო ჯამში, ასეთ ტრანზაქციებს დაახლოებით ათი ფირმა აფორმებს. მათგან ყველაზე დიდია ინდური Kiran Gems და Shree Ramkrishna Exports Pvt.


გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვების წარმოშობის დადგენა თითქმის შეუძლებელია, ისინი ერთნაირი ზომისა და პროდუქციის დამზადებამდე ან ხელახალი გაყიდვამდე შეიძლება შერეული იყოს სხვადასხვა წარმოშობის ბრილიანტებში.



მასალაში ნათქვამია, რომ ინდოეთი არ აპირებს ბრილიანტის ვაჭრობაში ჩართული დაახლოებით მილიონი ადამიანის სამუშაოს შეწყვეტას. ბელგიისთვის ასევე წამგებიანია მიმოქცევის შეწყვეტა, რადგან ძვირფასი ქვების 80 პროცენტი გადის ანტვერპენის პორტში.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ კომპანია ALROSA-მ, რომელსაც მსოფლიო პროდუქციის 27 პროცენტი და რუსული ალმასის წარმოების 95 პროცენტი უკავია, აღადგინა ექსპორტი თითქმის იმ დონეზე, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე კომპანიას ჰქონდა.


აპრილში კომპანია ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა. გარდა ამისა, აშშ-ს ხელისუფლებამ მთლიანად აკრძალა რუსული ძვირფასი ქვების პირდაპირი იმპორტი. თუმცა, რუსეთიდან სხვა ქვეყნებში გადამუშავებული ბრილიანტების იმპორტი კვლავ დაშვებულია.



თეგები:
ALROSA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up