„იერარქიის არსებობა, ფულის შეგროვება „ობშჩიაკისთვის...“ - დარღვევები საქართველოს ციხეებში ევროპული კომიტეტის ანგარიში

„იერარქიის არსებობა, ფულის შეგროვება „ობშჩიაკისთვის...“ - დარღვევები საქართველოს ციხეებში ევროპული კომიტეტის ანგარიში

access_time2022-07-11 16:00:47

„ციხეებში (მაგრამ ძირითადად რუსთავში) იყო აშკარა განსხვავება საკნების პირობებს შორის: მაშინ როცა პატიმართა უმეტესობას უწევდა ცხოვრება ვიწრო და საკმაოდ შელახულ საცხოვრებელში, ზოგიერთი პატიმარი (სავარაუდოდ, ისინი, ვინც პატიმართა იერარქიაში უფრო მაღალ წოდებებს იკავებენ) სარგებლობდნენ შედარებით კომფორტული პირობებით“, - ამის შესახებ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) საქართველოში ვიზიტის შემდგომ ანგარიშშია აღნიშნული.

 

დოკუმენტის თანახმად, დელეგაცია შეშფოთებული იყო პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის აშკარა ნიშნების აღმოჩენით.

 

„დელეგაცია შეშფოთებული იყო პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის აშკარა ნიშნების აღმოჩენით, როგორიცაა ტიპიური სიმბოლოები, როლებიც განთავსებული იყო საკნების კარის ზემოთ და საკნის კედლებზე (განსაკუთრებით №17 საპყრობილეში). გარდა ამისა, ყველა ციხეში (მაგრამ ძირითადად რუსთავში) იყო აშკარა განსხვავება საკნების პირობებს შორის: მაშინ როცა პატიმართა უმეტესობას უწევდა ცხოვრება ვიწრო და საკმაოდ შელახულ საცხოვრებელში, ზოგიერთი პატიმარი (სავარაუდოდ, ისინი, ვინც პატიმართა იერარქიაში უფრო მაღალ წოდებებს იკავებენ) სარგებლობდნენ შედარებით კომფორტული პირობებით, მეტი საცხოვრებელი ფართით, გარემონტებული საკნებით და ბევრი არასტანდარტული აღჭურვილობით (დიდი ტელევიზორები, DVD-ები, hi-fi ანძები, კონდიციონერები, სამზარეულოს კუთხეები და ა.შ.. არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა დელეგაციას იერარქიის არსებობა და ფულის შეგროვება (უფრო სწორად გამოძალვა) პატიმრებისგან, (მაგრამ უფრო ხშირად მათი ოჯახებისგან) პატიმართა უკანონო ფონდისთვის („ობშჩიაკი“) “, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

მათივე ცნობით, ზემოაღნიშნული ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია პატიმრებს შორის ძალადობის, დაშინებისა და გამოძალვის მაღალი რისკი. რამდენიმე პატიმარი, რომელიც ესაუბრა დელეგაციას, მიუთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაზე (ფიზიკური ძალადობის ან/და სიკვდილით საკუთარი თავის და მათი ოჯახების მიმართ) პატიმრების მხრიდან, როგორც წესი, „ობშჩიაკში“ წვლილის შეტანის შესაძლებლობის ან სურვილის არ ქონის გამო.

 

კომიტეტი იმეორებს თავის რეკომენდაციებს, რომელიც გაკეთდა 2018 წლის ვიზიტთან დაკავშირებულ ანგარიშში, რომელიც ეხება პატიმრებს შორის ძალადობას, მატერიალურ პირობებს, რეჟიმსა და საქმიანობას (ასევე, ინდივიდუალური რისკისა და საჭიროებების შეფასებას და სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვას) და ციხის პერსონალს.


 

კომიტეტი 2018 წლის ვიზიტის შემდგომი რეკომენდაციების შინაარსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაავალოს #15 ციხის, ასევე საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობასა და პერსონალს, გამოიჩინონ მუდმივი ყურადღება და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაბამისი საშუალება პატიმრებს შორის ძალადობისა და დაშინების პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

 

„ეს უნდა მოიცავდეს პატიმართა ქცევის მუდმივ მონიტორინგს (მათ შორის სავარაუდო დამნაშავეების და მსხვერპლის იდენტიფიცირებას), პატიმართა შორის დაშინების/ძალადობის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევების სათანადო აღრიცხვასა და მოხსენებას და ყველა ინციდენტის საფუძვლიან გამოძიებას. ასევე უნდა გადაიდგას ზომები ფაქტობრივი ან პოტენციური მსხვერპლების დასაცავად რეალური ან პოტენციური დამნაშავეებისგან (მაგ. სხვადასხვა დაწესებულებებში მათი გადაყვანით ან ერთმანეთთან რაიმე სახის კონტაქტის თავიდან აცილებით).

 

მე-15 საპყრობილეში (ისევე, როგორც სხვა ციხეებში) უნდა დასრულდეს პატიმრების არაფორმალური ლიდერებისთვის უფლებამოსილების დელეგირების პრაქტიკა და მათი გამოყენება პატიმრებში წესრიგისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. პატიმრების ყველა არაფორმალურ ლიდერს და მათ ახლო წრეს უნდა ჩამოერთვათ პრივილეგიები, რომლითაც სხვა პატიმრები არ სარგებლობენ, მათ შორის მატერიალურ პირობებთან დაკავშირებით,“- აღნიშნულია კომიტეტის რეკომენდაციებში.

 

კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ ყველა ეს რეკომენდაცია რჩება სრულად ძალაში დელეგაციის მიერ 2021 წლის დროებითი ვიზიტის დროს განხორციელებული დაკვირვებების გათვალისწინებით.

 

არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპული კომიტეტის დელეგაცია საქართველოს 2021 წლის 17-24 მაისს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა გეგუთის №14, ქსანის №15, რუსთავის № 17 და ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებები.


„ინტერპრესნიუსი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up