არაფერი დაუდგება იმას წინ, რომ გავზარდოთ ახალი ხვიჩა კვარაცხელიები - მამუკა ხაზარაძე „იუვენტუსის აკადემიის“ გეგმებზე „კომერსანტს“ ესაუბრა

არაფერი დაუდგება იმას წინ, რომ გავზარდოთ ახალი ხვიჩა კვარაცხელიები - მამუკა ხაზარაძე „იუვენტუსის აკადემიის“ გეგმებზე „კომერსანტს“ ესაუბრა

access_time2023-04-03 19:00:28

წალენჯიხაში  მსოფლიო და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო კლუბის „იუვენტუსის“  ბავშვთა აკადემია იწყებს ფუნქციონირებას. იტალიის ქალაქ ტურინში „იუვენტუსის“ სათავო ოფისში კონტრაქტს ხელი წალენჯიხის მხარდამჭერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოაწერა.

 

საიდან გაჩნდა იტალიური გრანდის წალენჯიხასთან დაკავშირების იდეა და როგორ მოხდა მათი დათანხმება. „კომერსანტი“ დეტალების გარკვევას მამუკა ხაზარაძესთან შეეცადა.

 

საიდან გაჩნდა „იუვენტუსის“ ფეხბურთის აკადემიის გახსნის იდეა და რატომ „იუვენტუსი“ და ადვილი იყო თუ არა იტალიური მხარის დათანხმება - როგორც მამუკა ხაზარაძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს მთავარი მიზანი და იდეა იყო წალენჯიხაში იმ მიმართულებების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განათლებას და წარმატებული მომავლის შექმნას, ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად მოიაზრება საფეხბურთო აკადემიაც.

 

„თავდაპირველად ეს იდეა გაჩნდა იქიდან, რომ წალენჯიხაში გვინდოდა იმ მიმართულების განვითარება, რომელიც მოიცავს განათლებას, ახალგაზრდებს, კულტურას. ჩვენ დავიწყეთ IT-ის სკოლით. მერე როცა დავათვალიერე სტადიონი, რომელიც საკმაოდ დიდია, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა, რომელიმე ცნობილი ბრენდის შემოყვანა. დავიწყეთ რამდენიმე ცნობილ ევროპულ საფეხბურთო კლუბთან მოლაპარაკება და ბოლოს ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად დავარწმუნეთ იუვენტუსი, რომ მათ წალენჯიხაში გაეხსნათ ბავშვთა აკადემია, ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან მათთვის პრიორიტეტი დედაქალაქებია. საბედნიეროდ მოვახერხეთ,“- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

 


მამუკა ხაზარაძის თქმით, იტალიური მხარის მოთხოვნა, პირველ რიგში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო, ასევე პირობები გულისხმობს დაზღვევასაც 5 მილიონი ევროს ოდენობით.

 

„პირველ რიგში ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც უეფას სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს, რეკონსტრუქცია დაწყებულია და დასრულდება აპრილის თვეში,  აქ ლაპარაკია ყველა იმ დამხმარე ინფრასტრუქტურაზე, რაც სჭირდება მოედანს, მოედნის რეკონსტრუქცია მოხდება აგვისტოში როცა არ იქნება ვარჯიშები და განახლება მოხდება საფარის. დაზღვევა არის 5 მილიონი ევროსი და კიდევ უამრავი პირობა, რომელიც კონტრაქტია გაწერილი“

 

რა ოდენობის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს წალენჯიხაში ამ მიმართულებით -  როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს ინვესტიციები ეტაპობრივად განხორციელდება.

 

„ამ ეტაპზე მარტო რეკონსტრუქციაში, საშხაპეებსა და ა.შ სადღაც ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიცია იდება და შემდეგ გაგრძელდება იმისდა მიხედვით თუ რა დასჭირდება სტადიონს და სხვა რაღაცებს. აქ იგულისხმება ბავშვების ფორმებიც, რომელიც დამატებითი ინვესტიციაა, იგულისხმება დამატებით ინვესტიციაში იტალიელი მწვრთნელები, ქართველი მწვრთნელები, მათი მოგზაურობა. 2 ქართველი მწვრთნელი უეფას სერტიფიცირებული უკვე იყო წასული „იუვენტუსში“, გაიარეს სპეციალური მომზადება, ახლა ისინი გადასახლდნენ თბილისიდან წალენჯიხაში, ვუქირავეთ სახლები, ისევე როგორც იტალიელი მწვრთნელი ცხოვრობს წალენჯიხაში.“

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურინის „იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიამ ბინა უნდა დაიდოს წალენჯიხაში, რომელი  ნეაპოლის საფეხბურთო კლუბის ვარსკვლავის მშობლიური ქალაქია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა რეაქცია ჰქონდათ ამაზე ტურინელებს.

 

„რა თქმა უნდა იციან, იმიტომ რომ „იუვენტუსიც“ ფიქრობდა ხვიჩას შეძენას, ახლა მგონია რომ ძალიან გული სწყდებათ. ხვიჩა დღესაა ნაპოლიში, მე ვფიქრობ რომ უახლოეს ხანში სხვა კლუბებშიც ვიხილავთ.  ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ძალიან გრძელვადიან სისტემურ მიდგომაზე. მინდა გითხრათ, რომ სანამ ხვიჩა გამოჩნდებოდა „ნაპოლიში“, „ნაპოლისთანაც“ გვქონდა ჩვენ მოლაპარაკება, ისევე როგორც „ბარსელონასთან“ და რაღაც კონტაქტები გვქონდა „აიაქსთანაც“, მაგრამ ყველაზე კარგად აწყობილია „იუვენტუსი“. 90 წერტილში აქვს „იუვენტუსს“ ბავშვთა აკადემიები, ჩვენთვისაც ყველაზე კარგად მომზადებული ამ საკითხისთვის აღმოჩნდა „იუვენტუსი“. ამიტომ არაფერი დაუდგება იმას წინ, რომ  სისტემურად ავაწყოთ და გავზარდოთ ახალი ხვიჩა კვარაცხელიები.“- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up