„არაფერი ემუქრება“ - VTB-ის მომხმარებლებმა სესხების და ანაბრების განულებაზე შეტყობინება მიიღეს

„არაფერი ემუქრება“ - VTB-ის მომხმარებლებმა სესხების და ანაბრების განულებაზე შეტყობინება მიიღეს

access_time2022-03-07 10:30:01

„ბევრი მწერს, რომ ვითიბიდან ბაზისბანკში გადაყვანილებს ვერ გამოაქვთ ფული და რაიმე ხომ არ ემუქრება მათ ანაბრებს?“, — ამ კითხვას სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სვამს.


„არაფერი ემუქრება, ბაზისბანკი არის ჯანსაღი ჩინური ბანკი. ნუ გამოიტანთ ანაბრებს მას შემდეგაც, როცა ეს შესაძლებელი იქნება (ორიოდე დღეში ალბათ, რაც მორჩება ტექნიკური საკითხები). რაც შეეხება ვი თი ბი ბანკს — ამ ბანკში დარჩა მხოლოდ იურიდიული პირების ანგარიშები, ძირითადად რუსული კომპანიების. ამ ფორმით და იმ პერსპექტივით, რომ სანქციები მრავალწლიანია, ეს ბანკი დაიხურება. საჭიროა ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვა. ეროვნული ბანკი უნდა ესაუბროს ხალხს და თავისი სიჩუმით ნუ უწყობს ხელს უსაფუძვლო აჟიოტაჟს“,  აღნიშნავს გოცირიძე.


როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, ბაზისბანკის მსესხებლების და მეანაბრეების გაურკვევლობის მიზეზი, ბანკის მიერ მათთვის გაგზავნილი შეტყობინებები გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ სესხები და ანაბრები გაუნულდათ. შეტყობინებაში არ იყო მითითებული, რომ საცალო პორტფელი „ბაზისბანკს“ გადაეცა, შესაბამისად მომხმარებლებმა ჩათვალეს, რომ ანაბრები დაკარგეს, ხოლო სესხის გადახდის ვალდებულება აღარ ექნებათ.


როგორც „ვითიბი ბანკში“ და „ბაზისბანკში“ განმარტავენ, ეს სტანდარტული პროცედურული შეტყობინება იყო, მომხმარებლის ანაბრებს კი არაფერი ემუქრება და მათ მომსახურებას „ბაზისბანკი“ გააგრძელებს, სესხების დაფარვაც არსებულ პირობებში მოუწევთ.



„ბაზისბანკი თავისი 28 წლიანი ისტორიითა და 2 მილიარდამდე ლარის აქტივებით, უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულშია, ემსახურება, როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. ამასთანავე, ქართულ საფინანსო ბაზარზე, გახლავთ ბოლო ათწლეულის ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი, რომელმაც დეპოზიტების პორტფელი გაზარდა 10 - ჯერ, აქტივები 15 - ჯერ, ხოლო საკრედიტო პორტფელი - 19 ჯერ. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზისბანკის სტრატეგიულ მიმართულებას საცალო ბიზნესის ზრდა და მომსახურების ქსელის გაფართოება წარმოადგენს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადმოვიბაროთ ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესი, რომელიც მოიცავს, საცალო ფილიალებს, დეპოზიტებს, მიმდინარე და საბარათე ანგარიშებსა და საცალო საკრედიტო პორტფელის მომსახურებას“, - აცხადებს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა.


უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ საბანკო სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც, მათ შორის „ვითიბი ბანკ ჯორჯიასაც“ მისცა, რის შედეგადაც „ვითიბიმ“ საცალო და იურიდიული პორტფელი გაასხვისა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up