არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობა დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 35.5%-ით გაიზარდა

არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობა დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 35.5%-ით გაიზარდა

access_time2022-10-03 11:30:36

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 211.4 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 35.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.


საქსტატის ინფორმაციით, ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (44.3 პროცენტი), აგრეთვე, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (18.3 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (16.6 პროცენტი), სხვა სახის მომსახურების გაწევის (7.4 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაციის (5.1 პროცენტი) და მშენებლობის (2.5 პროცენტი) დარგის ორგანიზაციებზე.


2020 წელთან შედარებით ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 4.7-ჯერ გაზრდილია ტრანსპორტირებისა და დასაწყობების დარგში, 3.6-ჯერ ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების დარგში, 2.6-ჯერ ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში. ასევე ბრუნვა გაზრდილია სხვა სახის მომსახურების გაწევის (65.0 პროცენტი) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დარგში (57.4 პროცენტით).


პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2021 წელს 1993.1 მლნ. ლარი შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 15.0 პროცენტით).



„პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სხვა სახის მომსახურების (32.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (27.0 პროცენტი), განათლების (15.3 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების (10.0 პროცენტი), და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (8.1 პროცენტი) დარგის ორგანიზაციები. არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2021 წელს 54.6 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 53.2 პროცენტი ქალია, ხოლო 46.8 პროცენტი კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით უმიშვნელოდაა გაზრდილი.


დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 26.2 პროცენტი – განათლების დარგის ორგანიზაციებზე მოდის. 23.7 პროცენტი - ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგის ორგანიზაციებზე, 14.6 პროცენტი - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 12.9 პროცენტი - სხვა სახის მომსახურების დარგის ორგანიზაციებზე, 11.4 პროცენტი - წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 5.5 პროცენტი - პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, ხოლო დანარჩენი 5.7 პროცენტი სხვა დარგებზე ნაწილდება. დასაქმებულთაგან დაქირავებულია 53.7 ათასი (მათ შორის ქალია 53.5 პროცენტი)“,  აცხადებენ საქსტატში. 


დაქირავებულთა რაოდენობა 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით უმნიშვნელოდაა გაზრდილი. 


არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე. 


არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up