ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, ახალი კანონით არალეგალურად ჩასული ნებისმიერი პირი ქვეყანაში ვეღარ დარჩება. ახალი კანონი ძალაში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევა.
არ შეცდეთ, თუ აქ არალეგალურად მოხვალთ, ვეღარ დარჩებით. - თქვა სუნაკმა გამომცემლობა Mail on Sunday-სთან საუბრისას.
ამჟამინდელი პრაქტიკის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც ბრიტანეთში ჩადიან, ხშირ შემთხვევაში, საქმის განხილვის მიზნით, ქვეყანაში დარჩენა შეუძლიათ.
მედიის ინფორმაციით, გასულ წელს ბრიტანეთის საზღვარი არალეგალურად 45,000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.