არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც

არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც

access_time2020-01-23 19:30:23

თავბრუდამხვევი ინფლაციის შემდეგ, ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები ისევ “სტაბილურად მძიმეა”. 2020 წელი საქართველოში უკვე გაზრდილი ფასებით დაიწყო, რაზეც გავლენა შარშანდელმა მძიმე ეკონომიკურმა ფაქტორებმა მოახდინა. შარშან ზოგიერთ პროდუქტები იმდენად გაძვირდა, რომ ევროპისა და ამერიკის ფასებს დაუახლოვდა. ამის ფონზე კი, იმპორტიორები დიდი ხანია ამბობენ, რომ თუ ეროვნული ვალუტა 2.70-ის ნიშნულისკენ არ წამოვა, არავითარი შეღავათი ბაზარზე არ იქნება, ხოლო ზოგიერთი რამ გაძვირდება კიდეც.

 

სხვადასხვა ეკონომიკურმა ფაქტორებმა, ინფლაციის და ლარის არაერთმა ანტირეკორდმა, ბაზარზე ძალიან ცუდი ასახვა ჰპოვა, რის გამოც შესაძლოა, წელსაც მაღალი ფასები გვქონდეს, რადგან ეროვნულ ვალუტას, იმპორტიორების მიერ მოთხოვნილ 2.70 ნიშნულამდე ძალიან ბევრი უკლია.

 

ეროვნული ვალუტის შარშანდელი გაუფასურებისა და საფასო ანტირეკორდების შემდეგ, წელს ინფლაციის დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი. ეროვნულმა ბანკმა, 2020 წლის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით განსაზღვრა, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ინფლაცია დაგეგმილზე მეტი იქნება. არა იმ ზღვარზე, როგორიც 2019 წელს იყო, მაგრამ ყოვლ შემთხვევაში სებ-ს ამჯერადაც სიზუსტე უმტყუნებს.

 

ფაქტია, რომ ეს გარემოებები იმპორტირებულ პროდუქტზეც აისახება და ფასების მატება შესაძლოა, ისევ დაიწყოს.

 

კომპანია “დუ”-ს ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში იმპორტირებულ საქონელზე ფასები “სტაბილურად მძიმეა”. 

 


“ფასების კლება ნამდვილად არ შეინიშნება, პირიქით, მატებაა. ჯერჯერობით არის მძიმე ვითარება. კონკრეტულ პროდუქტებზე შეიძლება დეფიციტიც ნიშნებიც კი გაჩნდეს. ზოგადად საერთაშორისო ფასები არის გაზრდილი. ეს ნამდვილად არ გახლავთ შიდა პრობლემა, რა ვითარებაც მსოფლიო ბაზარზეა, იგივეა ჩვენთან. ყველაფერს წყვეტს მოთხოვნა-მოწოდება და ახლა ნამდვილად ბაზარზე მეტი მოთხოვნაა, ვიდრე მოწოდება. მომავალში რა იქნება და რა შედეგებს უნდა ველოდოთ, ამაზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით”, - განუცხადა “რეზონანსს” დავით გოგიჩაიშვილმა.

 

მაშინ, როდესაც ეროვნულ ვალუტას იმპორტიორების დასახელებულ ნიშნულამდე ბევრი უკლია, არასასურველი ტენდენცია, შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს და ფასებმა წელსაც მოიმატოს. ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება ქართული ეკონომიკისთვის, მით უმეტეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოსახლეობამ შარშან გადაიტანა.

 

საქართველოში ისეთი ძვირი წელი, როგორც 2019 იყო, ბოლოს 2008 წელს დაფიქსირდა. მაშინაც და ახლაც ხალხს უმძიმესი თვეები გადატანა მოუხდა. ფაქტია, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ადამიანებს ძალიან უჭირთ.

 

თუ ამჯერადაც შარშანდელი ტენდენცია გაგრძელდება, ანდა 2019 წლის მოვლენები მომავალშიც გავლენას მოახდენს, მაშინ უკეთესობას არავინ უნდა ელოდოს. თანაც სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ეროვნული ვალუტის გამყარება და ინფლაციის მიზნობრივამდე დაყვანა ძალიან გაუჭირდება, რაც, ბუნებრივია, როგორც იმპორიტრებულ, ისე ადგილობრივი პროდუქციის ფასებზე აისახება.

 

კომპანია “ალფას” დირექტორი გურამ ბროძელი აცხადებს, რომ ჯერჯეობით იმის საფრთხე არ არის, რომ ფასებმა მოიმატოს, მაგრამ არც იმის იმედია, რომ რამე გაიაფდება.

 

“ასე უცებ პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ გეტყვით, რომ მაგალითად, შაქარი არ გაძვირდება. ერთადერთი შეიძლება ზეთის ფასმა მოიმატოს, მსოფლიო ბაზარზე გაძვირდა ეს პროდუქტი და იმიტომ. დანარჩენ სახეობას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ არც გაიაფებას ველოდებით. რა თქმა უნდა, თუ კურსი შეიცვალა, სხვა ვითარება გვექნება. მე პირადად არ ველოდები, რომ კურსი 2.70-მდე ჩამოვა, რადგან ბიუჯეტი სხვა ნიშნულზეა დაგეგმილი. კარგი იქნება კურსი 2.85-ზე გააჩერეს, ნამდვილად მეეჭვება 2.70-მდე დაიყვანონ”, - განუცხადა “რეზონანსს” გურამ ბროძელმა.

 

resonancedaily.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up