„არასაბანკო“ სადაზღვევო კომპანიები ისეთ სავალალო მდგომარეობაში არიან, რომ ესტონური მოდელის გადავადება დიდ გავლენას ალბათ არ მოახდენს - არჩილ მორჩილაძე

„არასაბანკო“ სადაზღვევო კომპანიები ისეთ სავალალო მდგომარეობაში არიან, რომ ესტონური მოდელის გადავადება დიდ გავლენას ალბათ არ მოახდენს - არჩილ მორჩილაძე

access_time2022-12-12 18:20:02

„ნამდვილი სადაზღვევო კომპანიების მოგება იმდენად მცირეა, ანუ ფაქტობრივად „არასაბანკო“ სადაზღვევო კომპანიები ისეთ სავალალო მდგომარეობაში არიან, რომ ესტონური მოდელის გადავადება დიდ გავლენას ალბათ არ მოახდენს, რადგან ზარალიანი კომპანიები ხომ მოგების გადასახადს ისედაც არ იხდიან“,  ამის შესახებ „კომერსანტთან“  საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ხელმძღვანელმა და დაზღვევის კავშირის თანათავჯდომარე არჩილ მორჩილაძემ სექტორისთვის „ესტონური მოდელის“ ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, მოგების გადასახადის ესტონური მოდელით გადახდა სადაზღვევო სექტორისთვის შეღავათი იქნება და იმედოვნებს, რომ მისი ამოქმედება აღარ გადავადდება.


„ზოგადად, ეს მოდელი კარგია სექტორისთვის და უნდა გავრცელდეს. სასურველი იყო უფრო მალე მომხდარიყო მისი ამოქმედება, რათა იმ 2-3 კომპანიას, რომლებიც მცირე მოგებაზე გავიდნენ, ცოტა შეშველებოდა, მაგრამ მაინც ის ფაქტი, რომ 2024 წელს მოგება ესტონურ მოდელს დაექვემდებარება, ძალიან დადებითი ნაბიჯია.



ესტონური მოდელის ამოქმედების მოთხოვნა არერთხელ დავაყენეთ სექტორმა. ფინანსური ორგანიზაციებზე არ გავრცელდება და სადაზღვევოს რომ შეეხება, ესეც დადებითი ამბავია. იმედს ვიტოვებთ, რომ მეტი აღარ გადავადდება“,  აღნიშნა არჩილ მორჩილაძემ.


სადაზღვევო სფეროზე მოგების გადასახადის „ესტონური მოდელი“ ერთი წლის დაგვიანებით, 2024 წლიდან ამოქმედდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, „სადაზღვევო სექტორი გამოიყოფა ზოგადად საფინანსო სექტორისგან და სადაზღვევო სექტორისთვის „ესტონურ მოდელზე“ გადასვლა 1 წლით გადავადდება“.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up