არასამთავრობო ორგანიზაციები - მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, 90 დღით შეუზღუდოს მაუწყებლობა ყველა პროპაგანდისტულ რუსულ სატელევიზიო არხს

არასამთავრობო ორგანიზაციები - მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, 90 დღით შეუზღუდოს მაუწყებლობა ყველა პროპაგანდისტულ რუსულ სატელევიზიო არხს

access_time2022-02-24 22:10:00

არსებული გამოწვევების და საინფორმაციო ომის საფრთხის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას: 90 დღით შეუზღუდოს მაუწყებლობა ყველა პროპაგანდისტულ რუსულ სატელევიზიო არხს -საქართველოს პარლამენტმა მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი განახლებული რეზოლუცია და აღმასრულებელ დონეზე გადაიდგას უკრაინის მხარდამჭერი ქმედითი ნაბიჯები, - ამის შესახებ განცხადებას კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის“ ავრცელებს, რომელსაც 10-მდე ორგანიზაცია აწერს ხელს.

მათივე ცნობით, რუსული საინფორმაციო ომის მანქანა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, უფრო გააძლიერებს მის სამიზნეებზე შეტევას იმ გზავნილებით, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაახმოვანა.

„დღეს, 24 თებერვალს, რუსულმა სამხედრო ძალებმა, ომის გამოცხადების ნიშნად სახმელეთო და საჰაერო იერიშები მიიტანეს უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე. სანდო წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სამხედრო აგრესია პუტინის მმართველობისას, რუსეთის სახელმწიფოს იმპერიული იდეოლოგიის და ამბიციების გამოძახილია, რომლის განხორციელებასაც საბჭოთა რუსული ტოტალიტარული სისტემის გამოცდილების გაცოცხლებით და მექანიზმების აღდგენით უზრუნველყოფს.

ამ მიზნების მიღწევის მთავარი ინსტრუმენტი - რუსული საინფორმაციო ომის მანქანა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, უფრო გააძლიერებს მის სამიზნეებზე შეტევას იმ გზავნილებით, რომლებიც პუტინმა გაახმოვანა, რომ - საბჭოთა კავშირი ეს ისტორიული რუსეთია, რომ „ისტორიულ რუსეთად“ მოაზრებულ სივრცეში არავის არ ჰქონია სახელმწიფოებრიობის ტრადიცია და რომ რუსეთის იდეა დასავლური სამყაროსთვის საფრთხეა და ისინი ესხმიან თავს რუსეთს, რომელიც თავს იცავს. რუსეთის მიერ დაწყებული ომისა და თანმდევი საინფორმაციო ომის ამ ახალ საფეხურზე გადასვლა, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც, რომელსაც სახელმწიფო და საზოგადოება მზად უნდა შეხვდეს. სამწუხაროდ, წლების მანძილზე სახელმწიფო პოლიტიკის პასიურობის ფონზე, რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას და მის შემქმნელებს საქართველოში სასათბურე პირობები აქვთ და ფართო აუდიტორიაზე ზემოქმედებენ, რაც ხელსაყრელ გარემოს უქმნის რუსეთს, რომ საქართველოს საზოგადოებრივ აზრზე შეტევა უფრო მეტად გააძლიეროს.


არსებული გამოწვევების და საინფორმაციო ომის საფრთხის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას: 90 დღით შეუზღუდოს მაუწყებლობა ყველა პროპაგანდისტულ რუსულ სატელევიზიო არხს. საქართველოს პარლამენტმა მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი განახლებული რეზოლუცია და აღმასრულებელ დონეზე გადაიდგას უკრაინის მხარდამჭერი ქმედითი ნაბიჯები“, - წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია sovlab“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED); „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ (EGI); „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS); „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ (GCJE); „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) ; გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „მედიის განვითარების ფონდი - MDF“.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up