არასამთავრობო ორგანიზაციები - სივრცით კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, არსებული რეგულაციებისგან ათავისუფლებს და მთელ რიგ პრივილეგიებს ანიჭებს მთავრობის მიერ შერჩეულ ინვესტორებს

არასამთავრობო ორგანიზაციები - სივრცით კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, არსებული რეგულაციებისგან ათავისუფლებს და მთელ რიგ პრივილეგიებს ანიჭებს მთავრობის მიერ შერჩეულ ინვესტორებს

access_time2021-12-31 10:00:00

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სივრცით კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, არსებული რეგულაციებისგან ათავისუფლებს და მთელ რიგ პრივილეგიებს ანიჭებს მთავრობის მიერ შერჩეულ ინვესტორებს.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურის დაწყებას (მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - განმარტებით ბარათში კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას არ ითხოვს).

„პროცესის დაჩქარებამ, გამორიცხა წარმოდგენილი ცვლილებების ყველა შედეგის სიღრმისეული გაანალიზება, რასაც წარმოდგენილი ცვლილებებისა და დარგის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ქალაქგეგმარების საკითხები მოითხოვს. ამასთან, ცვლილებების შემუშავების პროცესში არ ყოფილან ჩართული დარგის სპეციალისტები, აქტივისტები, გარემოსდამცველები, მათთან არ ყოფილა განხილული ცვლილებების მომზადების აუცილებლობა და მთავრობის მიზნები, ამ ცვლილებების კანონად ქცევის შემთხვევაში.

მცირე ტექნიკური და ტერმინოლოგიური გაუმჯობესებების მიღმა, წარმოდგენილი ცვლილებები დაუსაბუთებელ პრივილეგიებს ანიჭებს, მათ შორის, საჯარო უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს კერძო პირებს, მათ ინტერესებს უქვემდებარებს დასახლებათა, მუნიციპალიტეტებისა და ტერიტორიების განვითარებას, აძლევს მათ უშენი ტერიტორიების, ე.წ. „გრინფილდის“ განაშენიანების შესაძლებლობას და ქმნის სივრცეს, საინვესტიციო პროექტების განხორციელება, საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მოხდეს.

შემოთავაზებული საკანონმდებელო ინიციატივით, შემოდის მსხვილი საინვესტიციო პროექტის განსაზღვრება. აღნიშნული პროექტი, მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი ღირებულების პროექტია, რომლის განმახორციელებელს მთელი რიგი პრივილეგიები ენიჭება. წარმოდგენილი ცვლილებით მსხვილი საინვესტიციო პროექტის ცნების კრიტერიუმები იმდენად ფართო, ზოგადი და ბუნდოვანია, რომ ქმნის შესაძლებლობას, ასეთ პროექტად დაკვალიფიცირდეს ნებისმიერი ფორმის, შინაარსისა და ტიპის, არასაცხოვრებელი ფუნქციის, ბიზნეს პროექტი. წარმოდგენილი კრიტერიუმები არ იძლევა საშუალებას, წინასწარ განისაზღვროს, რომელ პროექტს მიიჩნევს მთავრობა, მსხვილ საინვესტიციო პროექტად, არ ქმნის ამ გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის, გადაწყვეტილების გამჭვირვალობის, კორუფციის გამორიცხვისა და არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებს. შემოთავაზებული ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებით, შესაძლოა ხელისუფლებისთვის მისაღები ნებისმიერი ინვესტორი გათავისუფლდეს რეგულაციებისგან, საჯარო ინტერესების დაცვის ბოჭვისგან, მათ შორის, საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგო პროექტის განხორციელების პროცესში. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებები ამცირებს საკითხის განხილვისთვის აუცილებელ ვადებს და გარკვეული კატეგორიის ნაგებობებს უხსნის შენობის მედეგობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვავრცელებთ, წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალურ შეფასებას და მივიჩნევთ, რომ პროექტის კანონად ქცევამ შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის გარემოს, ადამიანთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, დასახლებებისა და მუნიციპალიტეტების განვითარების შესაძლებლობებს და მძიმედ აზარალოს საზოგადოების საჯარო ინტერესები“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

„ღია საზოგადოების ფონდი“;

„მწვანე ალტერნატივა“;


„ურბანული კვლევების ცენტრი“;

„დიღმის ჭალების სამეზობლო თემი“;

„პარტიზანული მებაღეობა, თბილისი“;

„საინიციატივო ჯგუფი „მუზეუმისთვის“;

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“;

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“;

„ეკო ცენტრი“;

„მწვანეები“.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up