პროფესორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელშიკორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
“კომერსანტი” მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ
“არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა ჩილეში. მე მგონი, ჩემს გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს.
ფაქტები :
კვლევა ჩატარდა ჩილეში 2021 წლის 2 თებერვალიდან-1 მაისამდე.
დელტა ვარიანტი პირველად დაფიქსირდა ჩილეში 2021 წლის 21 ივლისს.
დასკვნა:
ჩინური ვაქცინა არის ეფექტური ვუჰანური ვარიანტის წინააღმდეგ დაახლოებით 66%.
დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა არ არის დადგენილი და სავარაუდოდ (ისრაელისდა ბრიტანეთის ფაიზერი/ასტრაზენეკას ანალიზის საფუძველზე) 25-30% არ გადააჭარბებს.
იქნებ დავანებოთ მარჩიელობანას თავი და შევეშვათ გადაუდებელი ავტორიზაციის მქონევაქცინების პროპაგანდას. გადავიდეთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ და სრულიად ავტორიზებულვაქცინებზე (ფაიზერი, მალე მოდერნაც დაეწევა)?!
გამეცით მარტივ ერთ შეკითხვაზე პასუხი, საიდან იცის ბებო მარომ ხულოდან, რომელი ვაქცინაა“კარგი”
ჯანმრთელობას გისურვებთ” - წერს გიორგი ფხაკაძე