სახელმწიფო არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებას წელსაც გააგრძელებს - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
გიორგი სურმანიძის თქმით, სუბსიდირებისთვის მიმდინარე წელს 500 000 ლარია გამოყოფილი, 2022 წელს კი 400 000 ლარი.
,,ისევე, როგორც შარშან, წელსაც არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება გაგრძელდება. ამისათვის 2021 წლის ბიუჯეტში 500 000 ლარია გათვალისწინებული 5 000 ტონა არასტანდარტული ციტრუსის გადასამუშავებლად. პროცესი როგორც წესი, იწყება ნოემბერში და გადადის იანვარში, ამიტომ 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400 000 ლარი. სუბსიდირების თანხა უკვე გამოყოფილია სახელმწიფოს მხრიდან და ეს არ არის პრობლემა. ასევე მზად არის საწარმო, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს ციტრუსს“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ გიორგი სურმანიძემ.
bpn.ge