„არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ კურსის გაუფასურებას ყოველთვის ინფლაცია მოსდევს“ - კობა გვენეტაძე

„არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ კურსის გაუფასურებას ყოველთვის ინფლაცია მოსდევს“ - კობა გვენეტაძე

access_time2022-09-20 20:25:06

„არასწორი ინტერპრეტაციაა ხოლმე, რომ კურსის გაუფასურებას ყოველთვის მოსდევს ინფლაცია, რაც ასე არ არის. მაგალითად 2015 წელს მოხდა ლარის კურსის საკმაოდ დიდი გაუფასურება დოლარის მიმართ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვალუტა დაახლოებით 50%-ით გაუფასურდა, ინფლაცია მაშინდელ თარგეთზე დაბალი იყო, ამიტომ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ნომინალურ ეფექტურ კურსს. თუმცა იყო პერიოდი როდესაც გაუფასურებამ იმოქმედა ინფლაციაზე“, — ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ გიორგი აბაშიშვილთან ერთად განაცხადა.


კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ მცურავი გაცვლითი კურსი არაპოპულარულია, თუმცა ის შოკების საუკეთესო მშთანთქავია.


„ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი და მას ახასიათებს მოკლევადიანი მერყეობა, ამიტომ მოკლე პერიოდში შესაძლებელია, რომ გარკვეულწილად ლიკვიდობის ნაკლებობა იყოს ბაზარზე, ერთჯერადი გარიგება იყოს რომელიც ბაზრის მოცულობასთან შედარებით მსხვილია და ამან იმოქმედოს, მაგრამ თუ ავიღებთ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდს იქ ფუნდამენტალური ფაქტორები მოქმედებენ, როგორიცაა ექსპორტ-იმპორტი, გადმორიცხვები, ეკონომიკური ზრდა და ა.შ. საბოლოოდ კურსი იქ წავა, სადაც ეს ფუნდამენტალური ფაქტორები წაიყვანენ და შეწინააღმდეგება ინტერვენციებით შეუძლებელი არის. ჩვენ ვცდილობთ როგორც შესაძლებელია მერყეობა შევამციროთ, მაგრამ არის სიტუაცია როცა ეს შესაძლებელია და არის სიტუაცია როცა არ არის შესაძლებელი. 



თუ მაგალითად ინტერვენციით ნებისმიერი გამყარების ნებისმიერ დროს შეჩერება შეიძლება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მცურავი გაცვლითი კურსი არ გვაქვს და ეს უკვე ფიქსირებული კურსია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაპოპულარულია და მტკივნეულია, უკეთესი გამოსავალი არ არსებობს. მცურავი გაცვლითი კურსი შოკების საუკეთესო მშთანთქავია. მესმის, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს მტკივნეულია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში კარგია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან მოკლევადიან პერიოდში კურსის სტაბილურობა და გრძელვადიან პერიოდში მისი დიდი მერყეობა და დიდი გაუფასურება, ან მოკლევადიან პერიოდში მისი მერყეობა მაგრამ სამაგიეროდ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში მისი სიმყარე. 


ხშირად აღნიშნავენ, რომ „თუ ეროვნული ბანკი ინტერვენციებს აკეთებს კურსი მცურავი როგორ არის?“, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კურსი მართულია, მთავარია რა სახით და რა მიმართულებით ხდება ეს ინტერვენცია, ის არ უნდა არღვევდეს იმ მიმართულებას რასაც ფუნდამენტური ფაქტორები მიასწავებენ. თუ შევხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, როგორ აქვს ოფიციალურად დაკლასიფიცირებული გაცვლითი კურსი, მას ოფიციალურად აქვს კატეგორია მცურავი გაცვლითი კურსი“,  აღნიშნა კობა გვენეტაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up