“არავინ  არ  ჩადებს  ფულს  ქვეყანაში, რომლის  სასამართლო სისტემა  არ  არის  გამართული და  პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი“ -  გიორგი მელაშვილი

“არავინ არ ჩადებს ფულს ქვეყანაში, რომლის სასამართლო სისტემა არ არის გამართული და პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი“ - გიორგი მელაშვილი

access_time2022-05-10 21:24:50

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი მელაშვილმა რადიო “კომერსანტის“ ეთერში გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში “ბიზნესინსაიდერი“ ევროკავშირის კითხვარის ეკონომიკურ ნაწილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკა არ არსებობს დამოუკიდებლად და სრულიად კავშირშია სოციალურ სფეროსთან,  სასამართლოსთან და ზოგადად ქვეყნის განვითარებასთან.

 

მისივე თქმით კითხვარიდან გამომდინარე იყო მთელი რიგი საკითხები და არსებობს ორი კრიტერიუმი ერთი არის კოპენჰაგენის მეორე მაასტრიხის,  რომელიც სიღრმისეული  ეკონომიკური  კრიტერიუმებია, მელაშვილმა ასევე აღნიშნა, საქართველოს სუფთა ეკონომიკური  თვალსაზრისით  ძალიან ცუდი მდგომარეობა  არ აქვს.

 

“მდიდარი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ კორონავირუსამდე ჩვენ ასე თუ ისე  ნორმალური ქვეყნის  იმიჯი გვქონდა, ახლა სიტუაცია ცოტა გაუარესებულია, თუმცა  მაკროეკონომიკური  პარამეტრებით  სიტუაცია  გაუარესებულია  ყველგან, ამიტომ  აქ  დიდად  გასაკვირი  არაფერი არ არის, ამაში პანდემიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა.

 

უშუალოდ  ეკონომიკური რეფორმებიდან,  მე  ხაზს  გავუსვამდი  სასამართლო  რეფორმას,  არავინ  არ  ჩადებს  ფულს  ქვეყანაში, რომლის  სასამართლო სისტემა  არ  არის  გამართული და  პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი. ჩვენ  წლების განმავლობაში ყველა ანგარიშში , რომელიც  ჩვენ  ევროკავშირისგან  გვინახავს , ყველა  დოკუმენტში, მათ  შორის  შარლ მიშელის  შეთანხმებაში,  ყველგან  ხაზი  ესმებოდა  იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს  სასამართლოს  რეფორმა“. -  აღნიშნა გიორგი მელაშვილმა.


 

კითხვაზე , რაიმე ტიპის კონკრეტული შემზღუდავი ვალდებულება,  კონკრეტულ ციფრობრივ  ნაწილში რომ  Gdp იყოს  X  ან  ვალი  გვქონდეს  Y მოთხოვნა ხომ არ გვაქვს  გიორგი მელაშვილი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე  საქართველო კოპენჰაგენის  კრიტერიუმს  ციფრობრივად ვერ აკმაყოფილებს, თუმცა არსებობს  გამონაკლისები, არსებობს  ქეისები ევროკავშირის შიგნით,  როდესაც ქვეყანა კრიტერიუმს დიდად  არ აკმაყოფილებდა, თუმცა ევროკავშირის წვერი მაინც გახდა.


„ამ შემთხვევაში ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ ასევე პოლიტიკურ მდგენელს, იმ შემთხვევაში თუ საქართველო დააკმაყოფილებს პოლიტიკურ  მოთხოვნებს და საკმარის მედეგობას აჩვენებს,  შეიძლება ამ შემთხვევაში ეკონომიკური პარამეტრები იყოს ის კომპრომისული ვარიანტი, რომელზეც  ევროკავშირი დახუჭავს  თვალს და მათ აქაჩვაში თვითონ მოგვეხმარება. მსგავსი შემთხვევა მომხდარა ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში.


დღევანდელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვხედავ, რომ არსებობს პოლიტიკური მზაობა, რომ ევროკავშირის  შიდა პოლიტიკურმა აქტორებმა მხარი დაუჭირონ ჩვენ  წევრობას  თუ ისინი იქნებიან  დარწმუნებული იმაში, რომ პოლიტიკურად და  ინსტიტუციურად საქართველო იქნება  ამისთვის მზად“ -  აღნიშნა გიორგი მელაშვილმა.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up