არავინ იცის, ვინ რა სადაზღვევო პაკეტს ჰყიდის - დევი ხეჩინაშვილი უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის საჭიროებაზე

არავინ იცის, ვინ რა სადაზღვევო პაკეტს ჰყიდის - დევი ხეჩინაშვილი უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის საჭიროებაზე

access_time2023-02-23 17:30:14

სავალდებულო უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის ამოქმედების აუცილებლობაზე სექტორი წლებია საუბრობს, თუმცა ბოლო პერიოდში საკითხი უფრო აქტუალური გახდა. როგორც სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები განმარტავენ, დაზღვევის უნივერსალური პაკეტის შექმნა ესაა მომხმარებლების დაცვის საუკეთესო მექანიზმი.


სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მსგავსი პაკეტის ამოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაზოგილი თანხები იქნება სოლიდური და მათი უფრო მეტად მიზნობრივად  მიმართვა გახდება  შესაძლებელი. მისი თქმით,  სავალდებულო დაზღვევა გავრცელდება არა მხოლოდ დასაქმებულზე, არამედ მისი ოჯახზეც, რაც სოციალური ეფექტის მომტანი ცვლილება იქნება.


„დღეს არავინ იცის ვინ რა სადაზღვევო პაკეტს ჰყიდის. ქვეყანაში უნდა არსებობდეს დაფინანსებული სერვისების შეთანხმებული პაკეტი, რომელიც შეიძლება ნაწილობრივ სახლმწიფოს მიერ, ნაწილობრივ კი კერძო სექტორის მიერ ფინანსდებოდეს, თუმცა მინიმუმს მოიცავდეს, ის ქვედა დონე უნდა მოიცავდეს იმ სერვისებს. რომელიც აუცილებელია. ყველაზე რთული და სისტემური ეტაპი - ესაა უნივერსალური პაკეტის შემუშავება, რომელიც სავალდებულო უნდა იყოს. ამ პაკეტზე უნდა შეთანხმდენენ  ექიმები, სახელმწიფო, სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტების ასოციაციები და სადაზღვევო სექტორი. ეს უნდა იყოს ფართე შეთანხმების შედეგად განსაზღვრული, ესენციური სერვისების მომცველი პაკეტი.



იმის სადემონსტრაციოდ, რა პრობლემებს ქმნის მსგავსი პაკეტის არარსებობა, ონკოლოგიურ სერვისებს მოვიყვან. მაგალითად, როდესაც ადამიანი ყიდულობს საშუალო, 30-ლარიან პაკეტს, საყოველთაოსთან შედარებით ეს პაკეტი სუსტია, რადგან ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში მას უფინანსდება ქირურგია. საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შემთხვევაში კი თერაპიული კურსის დაფინანსებასაც მიიღებდა. სავალდებულო პაკეტის არსებობის შემთხვევაში კი ნებისმიერი ადამიანი მიიღებდა თანაბარ და უფრო სრულყოფილს სერვისებს იმის მიუხედავად, საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარია თუ - კერძოს.


მნიშვნელოვანია, რომ ამ, უნივერსალური პაკეტის გაუმჯობესების უფლება ნებისმიერ ადამიანს და ასევე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. სახელმწიფოს შეუძლია, ყველაზე უმწეო მოქალაქეებს გაუმჯობესებული სერვისები დაუმატოს, კერძო კომპანიებსაც შეეძლებათ, მომხმარებელს დამატებითი პირობები შეთავაზონ და ამით დაზღვევის პირობები გააუმჯობესონ,“ — განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.


დღეს ჯანმრთელობის დაზღვევის 700 ათასამდე მოქმედი პაკეტია, რაც მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს შეადგენს, უმრავლესი ნაწილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up