არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირი სავარაუდოდ მომავალ კვირას მიიღებს. ამის შესახებ apnews დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, გაერთიანებაში არაწევრი ქვეყნებისთვის შენგენის ზონის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თითქმის მზადაა.
მზადაა იმ ქვეყნების სიაც, რომლის მოქალაქეებიც ევროკავშირში მოგზაურობას კვლავ შეძლებენ. წინასწარი ინფორმაციით, ამ სიაში არ შედის ამერიკის შეერთებული შტატები.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი საზღვრების გახსნისას გაითვალისწინებს ცალკეულ ქვეყნებში 100 000 მოსახლეზე კოვიდინფქციის გავრცელების მაჩვენებელს და ამ ქვეყნებში ევროკავშირთან მიმოსვლის პოლიტიკას.
მანამდე euronews-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებს საზღვრების გახსნის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ.
Imedinews