„არც ბაკურიანში და არც გუდაურში ახალი წლისთვის ნომერი აღარაა თავისუფალი“ - შეუმცირა თუ არა კოვიდპასპორტის ამოქმედებამ „ინნ გრუპს“ ვიზიტორები

„არც ბაკურიანში და არც გუდაურში ახალი წლისთვის ნომერი აღარაა თავისუფალი“ - შეუმცირა თუ არა კოვიდპასპორტის ამოქმედებამ „ინნ გრუპს“ ვიზიტორები

access_time2021-12-10 21:00:00

როდის გაიხსნება ოფიციალურად ზამთრის ტურისტული სეზონი, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. მიუხედავად ამისა, „ინნ გრუპის“ ხელმძღვანელი, ერეკლე კოკაია ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ჯავშნები როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე საზღვარგარეთიდანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით არის.


მისი თქმით, გუდაურისა და ბაკურიანის სასტუმროშიც, საახალწლოდ უკვე ყველა ნომერი დაჯავშნილია.


,,ზამთრის სეზონი მართალია, ჯერ ოფიციალურად არ გახსნილა, თუმცა საბედნიეროდ, ჯავშნები უკვე არის. არც ბაკურიანში და არც გუდაურში ახალი წლისთვის ნომერი აღარაა თავისუფალი.


ტრადიციულად, ბაკურიანში დამსვენებლების დიდი უმრავლესობა ქართველია, ხოლო გუდაურში უცხოელები. გუდაურში ძირითადად ამ ეტაპზე ჯავშნები ისრაელიდან, ბალტიისპირეთიდან და არაბული ქვეყნებიდან გვაქვს. ნელნელა ემატება დსთ-ს ქვეყნებიც“,- განაცხადა კოკაიამ.


მისივე თქმით, სასტუმრო სექტორისთვის კოვიდ პასპორტის რეგულაციის აღსრულება ბევრად მარტივია, ვიდრე სარესტორნო ბიზნესისთვის.



,,სასტუმროებისთვის გაცილებით მარტივია კოვიდ პასპორტის რეგულაციების შესრულება, განსხვავებით რესტორნებისგან. ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი უცხოელია, რომლებიც ისედაც აცრილები არიან. მათ შემთხვევაში პრობლემა იყო ის, რომ ქართული აპლიკაცია არ აღიქვამდა მათ მონაცემებს, თუმცა უკვე ეს პრობლემაც გადაჭრილია.


რაც შეეხება ქართველ სტუმრებს, მაღალი კლასის სასტუმროებში, მათი დიდი უმრავლესობაც აცრილია. ასე რომ კოვიდ პასპორტის ამოქმედებით, სასტუმრო სექტორს მომხმარებელი თითქმის არ შემცირებია“ - განუცხადა კოკაიამ ,,ბიზნესპრესნუსს“.



bpn.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up