„არც ერთ საქმეზე, რომელზეც ვიყავი, პოლიციელს არ მოიპოვებოდა სამხრე კამერების ჩანაწერები“ -  რა დარღვევებს აწყდებიან ადვოკატები ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროს

„არც ერთ საქმეზე, რომელზეც ვიყავი, პოლიციელს არ მოიპოვებოდა სამხრე კამერების ჩანაწერები“ - რა დარღვევებს აწყდებიან ადვოკატები ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროს

access_time2023-03-30 23:23:38

როგორია ის ძირითადი გამოწვევები და ხარვეზები რომელიც ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსს  აქვს და როგორია ის სასამართლო პრაქტიკა, რომელიც უშალოდ კოდექსის აღსრულების პროცესში ხვდება უფლება-დამცველებს, ამ საკითხზე რადიო „კომერსანტის“  გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნესტან ლონდარიძემ ისაუბრა. მისი თქმით ძალიან დიდია ის  სამართალდარღვევები, რასაც  ადმინისტრაციული სამართალდარღვევების წარმოების დროს ადვოკატები აწყდებიან.

 

ნესტან ლონდარიძემ 8-9 მარტს აქციების დროს დაკავებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ  გაუგებარია, თუ რატომ გადაჰყავთ აქციაზე დაკავებული პირები შორს მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში, როდესაც ადგილები სხვაგანაც მოიპოვება.

 

„ეს პირველ რიგში ართულებს მათ მოძებნას, ადვოკატები მთელი ღამის განმავლობაში ვეძებთ დაკავებულ პირებს , შემდეგ როდესაც მათ ვნახულობთ, პირი უკვე გადაყვანილია სასამართლოში და სასამართლოში არის ყველაზე საინტერესო პროცესები, როდესაც იწყება სასამართლო განხილვა, ადვოკატი ისე შევდივართ ზოგიერთ პროცესზე, ჩვენთვის საქმის დეტალები არის უცნობი, როდესაც ვითხოვთ გონივრული ვადის მოცემას სასამართლოს მიმართ, სასამართლო გვაძლევს 1 საათიან  შესვენებას იმისათვის, რომ გავეცნოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალებს , რაზეც  ვფიქრობთ რომ არასაკმარისია , მითუმეტეს ასეთ დროს საჭიროა მოვიძიოთ ვიდეო მასალა, რაც წარმოუდგენელია ერთი საათის განმავლობაში, თუნდაც ეს იყოს ეთერში გასული მასალა.

 

ყველაზე მთავარი, მტკიცებულებების ტვირთის წარმოდგენა ეკისრება დამკავებელ პირსაც, მე პირადად მეამაყება, რომ საპოლიციო ძალებს აქვთ თანამედროვე ტექნიკა, სამხრე კამერები, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მიუხედავად ამისა, არც ერთ საქმეში არ მოიპოვება სამხრე კამერის ჩანაწერი, განმარტებები მით უფრო საინტერესოა, რამდენიმე განმარტება მოვისმინე რომ დაკარგეს სამხრე კამერა, რამდენიმე განმარტება მოვისმინე, კამერა ან ჯიბეში შეინახეს, ან სეიფში შეინახეს, რადგან დაკარგვის შეეშინდათ. არც ერთ საქმეზე, სადაც მე ვიყავი, არა მარტო მე სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი იყო, არ მოიპოვებოდა სამხრე კამერების ჩანაწერები. შესაბამისად ვდგებით რეალობის წინაშე, როდესაც საქმეზე არ გვაქვს  მტკიცებულებები.“ - აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.

 

ნესტან ლონდარიძის თქმით შუამდგომლობის სახით სასამართლოზე აყენებენ, რომ მოწმის სახით დაიკითხოს დამკავებელი პოლიციელი პირები, მისივე თქმით ძალიან ხშირად ეს ერთი პოლიციელის დაკითხვა არის.

 

„მე მიმაჩნია , რომ ასეთი მოწმე არის მიკერძოებული, იმიტომ რომ ის არის ოქმის შემდეგნი პირი და დაინტერესებულია რომ მის მიერ წარდგენილი მუხლი დადასტურდეს და მხარს უჭერს იმ ოქმს რომელიც მან უკვე  შეადგინა, ტყუილი დაწერა თუ მართალი დაწერა ეს კიდევ  სადავოა პროცესის მიმდინარეობს დროს, მაგრამ თუ იქ  არასწორი ინფორმაცია იყო  შეტანილი,  ის  მხარს უჭერს მის მიერ შედგენილ აქტს.

 

აქედან გამომდინარე , ჩვენ  არ ვეთანხმებით ასეთი პირების მოწმით სახით დაკითხვას სასამართლო პროცესის დროს და ვამბობთ, რომ ისინი არიან მიკერძოებული პირები, რა თქმა უნდა ეს უმეტეს შემთხვევაში არ კმაყოფილდება და ერთი მოწმის საფუძველზე  ხდება გადაწყვეტილების მიღება და ეს ერთი მომწე არის ის პოლიციელი, რომელმაც მოახდინა პირის დაკავება“ -  აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.


 

ნესტან ლონდარიძე განმარტავს, რომ პროცესზე უნდა წარმოადგინონ ნეიტრალური მოწმე, თუმცა მისივე თქმით ნეიტრალური მოწმე პოლიციელი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება.


„ნეიტრალური მოწმის წარმოდგენის მცდელობა არც ერთ საქმეზე რაზეც მე ვყოფილვარ არ  ყოფილა. აქციაზე დაკავებულების სრულ  უმრავლესობას აქვს ორი მუხლი 166 მუხლი, რომელიც წვრილმან ხულიგნობას მოიცავს და ყველა მათგანზე საოქმო ჩანაწერი თითქმის სტანდარტულია, რომ ეს პირები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე კერძოდ ამ აქციის მიმდინარეობის დროს იდგნენ მანქანების სავალ ნაწილზე და უწმაწური  სიტყვებით იგინებოდნენ. ყველგან არის განმარტება ჩაწერილი და მეორე  173 - ე მუხლი რომელიც განმარტებულია, რომ მათ მიუხედავად პოლიციელის  მოწოდებისა, რომ  დაწყნარებულიყო არ დაემორჩილა პოლიციელს  და გააგრძელა ქმედება,  თითქმის ყველგან ეს განმარტებაა  ჩაწერილი. 

 

როდესაც  ჩვენ  ვსაუბრობთ რომ აქციის  მიმდინარეობის  დროს, დაკავებული  იმყოფებოდა გზის სავალ  ნაწილზე ეს არის  დავის საგანი, როდესაც არ  არსებობს  ან ვიდეო კამერის  ან  სამხრე  კამერის ჩანაწერი. ძალიან  ხშირად  ოქმის  შემდგენი პოლიციელი არ  არის დამკავებელი პოლიციელი და  ეს იკვეთება  პროცესის  დროს,  რადგან მათ არ შეუძლიათ დაასაბუთონ კონკრეტულად  რა ტერიტორიაზე იქნა პირი დაკავებული.


პარლამენტის ტერიტორია ძალიან დიდია და კონკრეტული ადგილი უნდა იყოს  მითითებული თუ სად ხდება დაკავება , რომელსაც  თითქმის ვერ უთითებენ,  ასევე  მტკიცება  სჭირდება  იმასაც თუ რა  ასაბუთებს  ფაქტს, რომ  პირი  იგინებოდა“- აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.


ლონდარიძის განმარტებით ბოლო პერიოდში  იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელი  ვერ ადასტურებდა წვრილმან  ხულიგნობას, შეწყდა საქმის წარმოება 166-ე  მუხლზე  და დარჩა 173 - ე  სადაც მოსამართლემ  განმარტა, რომ  აქციის  დროს  როდესაც დაშლა იყო პირი არ წავიდა და არ დაემორჩილა მოწოდება. 

 

„აქვე  აუცილებელია აღინიშნოს, რომ ის  ფაქტი, რომ ამ აქციებზე კონკრეტული პირების  მიერ იკვეთებოდა გარკვეული სამართალდარღვევები ან უკვე გადასული  იყო  ძალადობრივ  ქმედებებში. აუცილებელია  აღნიშნოს ადამიანთა  უფლებების  ევროპული  სასამართლოს  პრაქტიკა  და  ასევე  ეუთოს  სარეკომენდაციო  წესები, რომელიც  აქციების მიმდინარეობის  დროს  სიტყვისა   ა გამოხატვის თავისუფლების  ფარგლებში  კონკრეტული  ერთეული  პირების  მიერ  ძალადობრივი  ხასიათის ქმედებები  არ იწვევს  და არ  ვრცელდება  აქციის მშვიდობიანი მონაწილის მიმართ, მის  მიმართ  თუ  არ დადასტურდა  რომ ის  იყო  გარკვეული ძალადობრივი ქმედების მონაწილე  ითვლება  რომ იყო მშვიდობიანი მონაწილე,  მაგრამ აქ  იყენებენ რომ არ დაემორჩილა


როდესაც ისმის  გამაფრთხილებელი ხმა, იქ  იმყოფება  ძალიან ბევრი მონაწილე  რა მიზეზით და  რა   მომენტით  ხდება გამორჩევა ... ასევე  გასამახვილებელია ყურადღება იმაზეც, რომ ამ  დროს  ცრემლსადენი გაზი  იყო  გაშვებული და  ძალიან ბევრის  მხედველობის პრობლემა  შეექმნა, პირი რომელიც არის ჩამომჯდარი ან  ჩამუხლული  თვალებზე  ხელს  იფარებს და შეექმნა  გადაადგილების,  სუნთქვის და  ა.შ. სხვა პრობლემა  აქვს თუ არა მას  შესაძლებლობა  რომ  დაუყოვნებლივ  დატოვოს  ტერიტორია .. რა თქმა უნდა ასეთ პირს ვერ  ექნება, უნდა მივიჩნიოთ ეს პირი  სამართალდამრღვევად?  რა თქმა უნდა არა. სამწუხაროდ ვიღებთ პრაქტიკას, რომ ეს მიმართულია აქციის მონაწილეების  დასჯისკენ, და არა სამართლებრივი ქმედებებისკენ“ -  აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.  

 

 

 

თაკო კვაჭანტირაძე

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up