არც კარს ვუღებ და დაპურებაზეც უარს ვეუბნები, ვინც ქვეყანას ღალატობს, ყველამ უნდა იგრძნოს უხერხულობა - ვის არ მასპინძლობს „გალაკტიონი“

არც კარს ვუღებ და დაპურებაზეც უარს ვეუბნები, ვინც ქვეყანას ღალატობს, ყველამ უნდა იგრძნოს უხერხულობა - ვის არ მასპინძლობს „გალაკტიონი“

access_time2023-03-10 14:00:31

ე.წ აგენტების შესახებ კანონმა საზოგადოების პროდასავლური და პრორუსული ნაწილის კონტურები საბოლოოდ გამოკვეთა. ნებით თუ უნებლიედ კონფორმისტების და პრორუსულ ნაწილში მოექცნენ ისინიც, ვინც პოზიციის დაფიქსირებას სტრატეგიული დუმილი არჩია.

 

მთელი ამ ხნის განმავლობაში „კომერსანტი“, როგორც ბიზნეს-მედია აქტიურად ინტერესდებოდა ბიზნესმენების პოზიციით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათი დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესები, პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებდნენ და იკავებენ.

 

თუმცა არსებობენ ბიზნესსექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც პოზიციასაც ღიად აფიქსირებენ და ქმედით ნაბიჯებსაც დგამენ, როგორც ქვეყნის პროდასავლური კურსის დასაცავად, ასევე კონფორმიზმის წინააღმდეგაც. ასეთი შემთხვევა არაერთი დაფიქსირდა საქართველოში, მასშტაბური პროტესტის დღეებში.

 

საქართველოს ევროპული გზის დასაცავად გამოდის „გალაკტიონიც“ - პროტესტის ეპიცენტრს 1300 კილომეტრით დაშორებული ქართული რესტორანი სტამბოლში, რომელიც ამავდროულად ქართულის კულტურის ცენტრიცაა.

 

როგორც რესტორნის მფლობელი ქართველი მწერალი და მასწავლებელი, ირაკლი კაკაბაძე ამბობს, ისინი არ თანამშრომლობენ და არ მასპინძლობენ მათთან, ვინც ქვეყნის მომავალს მტრობს.



„მე ამათ დიდი ხანია არ ვესალმები, მეტიც, არც კარს ვუღებ და დაპურებაზეც უარს ვეუბნები. სია ვრცელია, ნელა-ნელა ყველას გაგაცნობთ. აიღეთ მაგალითი, ვინც ქვეყანას ღალატობს, ყველამ უნდა იგრძნოს უხერხულობა“- წერს ირაკლი კაკაბაძე ფეისბუკზე და კონკრეტულ პირებთან მიმოწერებს აქვეყნებს, სადაც ის მათ თანამშრომლობაზე უარს ეუბნება.














„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up