„არცერთი დღესასწაული არ ღირს დაკარგულ თითად“ – პიროტექნიკა ბავშვებზე ისევ თავისუფლად იყიდება

„არცერთი დღესასწაული არ ღირს დაკარგულ თითად“ – პიროტექნიკა ბავშვებზე ისევ თავისუფლად იყიდება

access_time2022-12-21 21:30:17

„არცერთი დღესასწაული არ ღირს დაკარგულ თითად“- ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა. მისი თქმით, პიროტექნიკა რაც უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს და მიმზიდველად იყოს შეფუთული, არ არის სათამაშო.


„ეს არაა ნივთი, რომლსაც მამა მოუტანს შვილებს და მაგიდაზე დაუდებს გასართობად. რაც უნდა უწყინარად გამოიყურებოდეს ის, მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში სერიოზული ტრამვები ხდება. ეგრედ წოდებული „ბომბოჩკას“ მტევანში აფეთქებაც კი თითების დაზიანებას იწვევს. მახსენდება ბაკურიანის შემთხვევა, როცა ასაფეთქებელი თოვლში ჩაარჭეს, მაგრამ მაშხალა წაიქცა და ბავშვს მუცელში მოხვდა, რის შემდეგაც მას ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა,“ – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.


მისი თქმით, შეიძლება ზუსტად მივყვეთ ინსტრუქციას, ჩინურადაც კი წავიკითხოთ ის, მაგრამ პიროტექნიკამ გვიმტყუნოს – მაგალითად, რამდენიმე მაშხალა ჰაერში გავარდეს, მეოთხე გაიჭედოს და მეხუთე ხელში აფეთქდეს. ქაშიბაძის განცხადებით, ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მაშხალას არ ამაგრებენ სპეციალურ სამაგრზე. სამაგრის გარდა, ინსტრუქციის თანახმად, აფეთქების ადგილიდან 15 მეტრის სიგრძეზე არ უნდა იყოს ცოცხალი არსება. შესაბამისად, როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ასეთი ტექნიკის აივანზე ან ოთახში გაშვების შემთხვევაში არაა გასაკვირი, რომ ადამიანმა დაზიანება მიიღოს.



„არცერთი დღესასწაული არ ღირს დაკარგულ თითად“ – აღნიშნავს გუგა ქაშიბაძე და მოჰყავს სტატისტიკა, რომლის თანახმად, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებების ძირითადი ნაწილი მარჯვენა ხელის მტევანზე მოდის, ასევე ხშირია თვალების დაზიანება, თითების ამპუტირება, ნაკვეთი ჭრილობები. ტრავმების 60% ბავშვებზე მოდის.


გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ მართალია, კანონი პიროტექნიკის ბავშვზე მიყიდვას კრძალავს, თუმცა მათთვის ეს პროდუქცია მაინც ხელმისაწვდომია. მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში პიროტექნიკის რეალიზაცია საერთოდ აკრძალულია. გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ სასურველია, პიროტექნიკა საერთოდ არ გამოვიყენოთ.


წყარო: https://jandacva.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up