არჩევნების პარალელურად, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ლარი გაუფასურდა

არჩევნების პარალელურად, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ლარი გაუფასურდა

access_time2021-10-02 13:20:13

არჩევნების პარალელურად, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ლარი გაუფასურდა. ამჟამად 1 დოლარი 3.18 თეთრი ღირს, ხოლო ერთი ევროს ყიდვა 3.68 ლარადაა შესაზლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსითა და  1-ელი ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.59 თეთრით 3.1345-მდე გაუფასურდა.


Bloomberg-ის პლატფორმაზე გუშინ დღის ბოლოს კურსმა 3.1400 შეადგინა. ამჟამად კი Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.15 ლარად ივაჭრება. 


არსებობს მოსაზრება, რომ არჩევნები, როგორც წესი, ლარის გაუფასურებას იწვევს, რაც იმით აიხსნება, რომ ამ დროს ბაზარზე, სხვადასხვა წინასაარჩევნო აქტივობებიდან გამომდინარე, ჭარბად იხარჯება ლარი. შედეგად ლარი ჭარბადაა, დოლარი დეფიციტურია და ამის გამო ძვირდება დოლარი, უფასურდება ლარი. თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს.  ექსპერტების ნაწილი ამტკიცებს, რომ არჩევნები არავითარ გავლენას არ ახდენს ვალუტის კურსზე. მათი მტკიცებით, კურსის სტაბილურობა დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, როგორია მაკროეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. როცა მოქცევაში ფულის რაოდენობა მატულობს ან მცირდება, ამ დროს ექსპერტები კონტროლის ფუნქციას ეროვნულ ბანკს (სებ) აკისრებენ და ამტკიცებენ, რომ სწორედ სებ-მა უნდა გააძლიეროს ინტერვენციები და გამოიყენოს მის ხელში არსებული ყველა ბერკეტი ვალუტის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. 



შეგახსენებთ, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 2021 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის გათვლა, სავარაუდოდ, სწორედ საარჩევნოდ ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება იყო.  ჯამურად, 2021 წლის განმავლობაში ინტერვენციებით ეროვნულ ბანკს $332.9 მილიონი დოლარი აქვს გაყიდული.  ფინანსისტები ამტკიცებენ, რომ მართალია ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაუარესების მოლოდინი არის, თუმცა როცა სებ-მა ინტერვენცია არა წინასწარმ, არამედ მაშინ უნდა მოახდინოს, როცა ამის საჭიროება იქნება. ექსპერტებს უჭირთ განმარტონ, წინასწარ რას ემსახურება ეს ინტერვენცია.


ცნობისთვის, ვალუტის გაცვლით კურსს, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველ სამუშაო დღეს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.   Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.


ავტორი: ბელა გელაშვილი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up