არჩევნებმა სომხეთში საზოგადოების პოლარიზება გააღრმავა

არჩევნებმა სომხეთში საზოგადოების პოლარიზება გააღრმავა

access_time2021-06-21 20:00:03

20 იანვარს სომხეთში ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ დანიშნული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ორი ძირითადი ძალის - პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და ექს-პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის შეურიგებელმა დაპირისპირებამ ამ არჩევნებს სკანდალურობა შემატა.

 

არც ერთი მხარე, საკუთარი გამარჯვების გარდა, სხვა შედეგს არ აღიარებს და ერევანი ხანგძლივი ქუჩის ბრძოლისთვის ემზადება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც აზრები ქვეყენაში თითქმის 50-50-ზრეა გაყოფილი - ქვეყნის ნახევარი თვლის რომ სომხეთის ამჟამინდელ მძიმე მდგომარეობაში შეყვანაში დამნაშავეა დღევანდელი ხელისუფლება და ამდენივე ამაში წინა მთავრობას ადანაშაულებს.

 

 „სომხეთის ისტორიაში არც ერთ არჩევნებზე ამდენი დარღვევა არ ყოფილა“, - ასე შეაფასა ჩატარებული კენჭისყრა მთავარმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, ექს-პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა.

 

თავის მხრივ, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გავლენიანი ბიზნეს-სტრუქტურები, მათ შორის „გაზპრომის“ სომხეთის წარმომადგენლობა და ქვეყნის უმსხვილესი ენერგოკომპანია „სომხეთის ელექტროქსელები“ ოპოზიციის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვაში ამხილა.

 

«ვერ გავიგე  - „გაზპრომი“ სომხეთის მთავრობის და ხალხის საწინაამღდეგოდ მუშაობს? ყველას გაფრთხილებთ - სასამართლოს წინაშე წარდგებით. თქვენ ცალ-ცალკე და ჯგუფურად გაგასამართლებენ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით,  მოწინაამღდეგეები არჩევნების შემდეგ სიტუაციის დესტაბილიზებას შეეცდებიან,  თუმცა, „მათ არაფერი გამოუვათ“.

 

„არავითარი მოვლენები არჩევნების შემდეგ არ იქნება. ქვეყნებში, სადაც არჩევნები არ ყალბდება, არც პოსტ-საარჩევნო მოვლენები ხდება. ჩვენთან არის ჯგუფი, რომელსაც ქვეყანაში სამოქალაქო ომის გაღვივება სურს, მაგრამ ისინი ამას ვერ მიაღწევენ“, - დარწმუნებულია ფაშინიანი.

 


მთელი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი ღერძი არა მომავალი განვითარების ვექტორის გარკვევა, არამედ აზერბაიჯანთან ომის წაგებაში დამნაშავის ძებნა იყო.

 

ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ყველაფერში მოქმედ პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებს, თავად ფაშინიანის აზრით კი, ომში მტკივნეული დამარცხება წინა ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის გაპარტახების, ცუდი მმართველობის, კორუფციის, მასობრივი ემიგრაციის და ჯარის დაშლის შედეგი იყო.

 

პრემიერი თავის საბრძოლო განწყობას არ მალავს და აცხადებს, რომ ახალი მანდატი მას კორუფციონერების პასუხისგებაში მიცემის და არაეფექტური მმართველობითი სისტემის დაშლის შესაძლებლობას აძლევს.

 

ის ამჟამინდელ მოვლენებს არა ხავერდოვან, არამედ „ფოლადის რევოლუციას“ უწოდებს - საარჩევნო შეხვედრებზე ფაშინიანი რამდენიმეჯერ ჩაქუჩით ხელში გამოჩნდა.

 

მმართველი პარტიის მთავარი დაპირებაა რუსეთთან და ირანთან სომხეთის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, ეს კი თურქეთთან საზღვრების და აზერბაიჯანთან დერეფნების  გახსნის გარეშე შეუძლებელია. მოლაპარაკებები ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს, თუმცა მათ ეროვნულ ღალატის აჩრდილი აფერხებს.

 

განსაკუთრებით ნეგატიურად აღიქმება სომხეთში ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“, რომელიც აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის ნახიჩევანის ექსკლავთან სომხეთის გავლით გულისხმობს. ითვლება, რომ ეს პროექტი სომხეთის ტერიტორიის ნაწილის ბაქოსთვის გადაცემას ნიშნავს.

 

პაშინიანი ამ შიშების გაქარწყლებას ცდილობს და ამბობს, რომ კომუნიკაციების გახსნა მხოლოდ სომხეთის სუვერენიტეტის ფარგლებში მოხდება.

 

პაშინიანს სომხეთში მრავალი სერიოზული ძალა უპირისპირდება - მათ შორისაა ინტელიგენციის დიდი ნაწილი, თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი, სახელისუფლებო პარტიის გარდა, სომხეთის ეკლესია, და ა.შ.

 

თუმცა, ოპოზიციას, რომელშიც ძირითადად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დომინირებენ, ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს, რაც ომში წაგებულ პაშინიანს არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობას აძლევს.

 

ამ დროისთვის არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე დათვლილია, და პირველ ადგილზე კვლავ ნიკოლ პაშინიანის პარტია გადის - მას ხმების თითქმის 54% ერგო, შესაბამისად, მმართველ ძალას მთავრობის დაკომპლექტება ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშეც შეუძლია.

 

ამასობაში მხარეები ქუჩის აქციებისთვის ემზადებიან  - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თავის მომხრეებს ქუჩაში უხმობენ.

 

წყარო: kommersant.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up