არჩილ გურიელის და მისი მეუღლის Gurieli Apothecar-ი აშშ-ში

არჩილ გურიელის და მისი მეუღლის Gurieli Apothecar-ი აშშ-ში

access_time2022-12-03 21:00:52

 

1921 წელს ემიგრაციაში წასული ქართველი თავადი არჩილ გურიელი ჯერ ავსტრიაში, შემდეგ საფრანგეთში, 1937 წლიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალზე, პარფიუმერიის დედოფლად წოდებულ ჰელენ რუბინშტეინზე იქორწინა.

 



ჰელენა პოლონელი ებრაელი გახლდათ და უზარმაზარ პარფიუმერულ კომპანია „ჰელენა რუბინშტეინს“ ფლობდა, რომელიც ამჟამად L'Oreal-ის ჯგუფში შედის. ჰელენა რუბინშტეინი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა. ის აფინანსებდა მოგზაურ ხელოვანებსა და ებრაელ სტუდენტებს, ასევე მრავალ გამოკვლევას სამეცნიერო სფეროში და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამერიკა-ისრაელის კულტურულ ფონდში.

 

ცოლ-ქმარმა წარმატებული ერთობლივი ბიზნესი შექმნა და საფუძველი ჩაუყარა Gurieli Apothecar-ის ხაზს. უშვებდნენ ძვირადღირებულ კოსმეტიკას ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. პარიზის სალონს გურიელის და - მარიამ ჭყონია ხელმძღვანელობდა, რომელიც კოკო შანელის ქუდების მოდელიერი იყო.





არჩილ გურიელი ცნობილ ადამიანებთან მეგობრობდა. მათ შორის: ჯანეტ მაკდონალდთან, ეროლ ფლინთან, გრეგორი პეკთან, ერნესტ ჰემინგუეისთან, ჯეიმს ჯოისთან და სალვადორ დალისთან. ესპანელმა მხატვარმა ცოლ-ქმრის პორტრეტებიც შექმნა: „ჰელენა რუბინშტეინი – კლდეზე მიჯაჭვული ქალი – პრომეთე“ და „არჩილ გურიელი-ჭყონია ჩაქურაში“. გურულ ჩაქურაში გამოწყობილი არჩილ გურიელის პორტრეტი მთებისა და მიჯაჭვული ამირანის ფონზეა დახატული, ზუსტად ისე, როგორც გურიელმა აღუწერა სალვადორ დალის საქართველო.

 





არჩილ გურიელი-ჭყონია 1955 წელს მანჰეტენზე, გულის შეტევით, გარდაიცვალა. ჰელენამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 10 წელი იცოცხლა. არჩილ გურიელ-ჭყონიას შთამომავლობა არ დარჩენია, მთელი მისი ქონება, საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, ჰელენას მფლობელობაში გადავიდა.

 

სალვადორ დალის მიერ დახატული არჩილ გურიელის პორტრეტი 1943 წელსაა შექმნილი და მისი ფასი $1 მილიონიდან $1.5 მილიონამდე მერყეობს.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up