„არდის“ დაზღვეულები მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ქსელ ACIBADEM-ში მომსახურებას განახლებული ექსკლუზიური პირობებით შეძლებენ

„არდის“ დაზღვეულები მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ქსელ ACIBADEM-ში მომსახურებას განახლებული ექსკლუზიური პირობებით შეძლებენ

access_time2022-10-24 11:55:19

„რესპუბლიკაში“ სადაზღვევო კომპანია „არდისა და მსოფლიოში წამყვან ჰოსპიტალების ქსელ „აჯიბადემს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად „არდის“ დაზღვეულები განახლებული პირობებითა და ლოიალობის პროგრამით „აჯიბადემის“ თურქეთის 16 ჰოსპიტალსა და 8 ამბულატორიულ კლინიკაში ისარგებლებენ.


ლოიალობის პროგრამა - Health Point Card ამ სახით სპეციალურად „არდის“ დაზღვეულებისთვის შეიქმნა და როგორც ქართულ, ისე თურქულ ბაზარზე უპრეცედენტოა. მისი მეშვეობით „არდელები“ დამატებით 10-მდე პრივილეგირებულ მომსახურებას მიიღებენ. მათ შორის: ექსკლუზიური 25%-იანი ფასდაკლება „აჯიბადემის“ ყველა მომსახურებაზე, 40%-იანი ფასდაკლება სრულ სამედიცინო გამოკვლევაზე (check up), ფიქსირებული მინიმალური ფასები უნიკალური კიბერ ინსტრუმენტით (Cyber Knife) ჩატარებულ ოპერაციებზე და პოზიტრონულ-ემისიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე (PET-CT), უფასო პირველადი სტომატოლოგიური გამოკვლევა, მეორე სამედიცინო აზრი წერილობითი ფორმით, თურქეთის აეროპორტებში არსებული „აჯიბადემის ლაუნჯ“ ზონებით სარგებლობა, აეროპორტში დახვედრა და უფასო ტრანსფერი, ფასდაკლებები სხვადასხვა სასტუმროებსა და კვების ობიექტებში, უფასო სასწრაფო დახმარების მომსახურება თურქეთში ყოფნისას, თარჯიმნის უფასო მომსახურება და სხვ.


როგორც „კომერსანტთან“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა თეონა გოდერიძემ აღნიშნა, პრივილეგირებული მომსახურების ასეთი კომბინირებული პროგრამა ACIBADEM-ისთვის პირველი პრეცედენტია, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთშიც. პროგრამა 5 წლის განმავლობაში იმოქმედებს და ორივე გუნდის აქტიური კოლაბორაციით პერიოდულად დაემატება სხვა მომსახურებებიც, რომლებიც „არდის“ ბარათის მფლობელებზე ავტომატურად გავრცელდება. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ის, რომ ბარათის მფლობელის გარდა, მისი მეუღლე და შვილებიც ისარგებლებენ ანალოგიური პრემიუმ სერვისებით, იმის მიუხედავად იქნებიან თუ არა ისინიც, არდის ბენეფიციარები.


თუ რატომ აირჩია სადაზღვევო კომპანია „არდიმ“ „აჯიბადემთან“ თანამშრომლობა ამაზე, „კომერსანტთან“ „არდის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, „აჯიბადემის“ ქსელი ცნობილია არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. კლინიკას თურქეთის ტერიტორიაზე აქვს 16 ჰოსპიტალი, 8 ამბულატორიული ცენტრი და 10 ოფისი. აღნიშნული ქსელი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს ქართველ პაციენტებში განსაკუთრებით რთული დიაგნოზების მართვისას.


„ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2019 წელს, საქართველოში ამ კლინიკის ქსელის და მისი სერვისების მიმართ ძალიან დიდი მოთხოვნის არსებობა იყო. დღეის მდგომარეობით ამ ქსელის მომსახურებით დაახლოებით 300-მდე ჩვენი დაზღვეული სარგებლობს ყოველწლიურად. განსაკუთრებით ეს ეხება მეორე სამედიცინო აზრს. არსებობს შემთხვევები, როდესაც საქართველოში დასმული დიაგნოზის ვერიფიცირებაა საჭირო. მეორე სამედიცინო აზრის მოსაძიებლად ყველა საჭირო პროცედურას ჩვენი გუნდი აორგანიზებს, დაზღვეულისთვის სრულიად უფასოდ.
2019 წლის შემდეგ ეს თანამშრომლობა გაფართოვდა, ვინაიდან მათთვის ცნობილი გახდა ის აქცენტები და ღირებულებები, რითიც არდიში ვხელმძღვანელობთ თითოეული დაზღვეულის მომსახურებისას. ამის დასტურად, თანამშრომლობის განვითარების შემდეგი ნაბიჯი იყო სწორედ აღნიშნული ლოიალობის პროგრამა, მით უფრო ასეთი ფართო შემადგენელით. დიდი შეღავათია, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემის არსებობისას, ადამიანის ისედაც სტრესულ მდგომარეობას, ლოგისტიკურ და საორგანიზაციო ნაწილზე ფიქრი აღარ ემატება და ყველა თანმდევ სერვისს „არდი“ უფასოდ, მისი საერთაშორისო პარტნიორის საშუალებით უორგანიზებს.


შესაძლოა ქართული ჯანდაცვა ისე განვითარდეს, რომ დაზღვეულებმა სრული სერვისების საქართველოში ჩატარება შეძლონ, თუმცა დღეის მდგომარეობით არის შემთხვევები, როდესაც დიაგნოზში ან მკურნალობის სქემაში გარკვეული შეცდომებია, ასევე ტექნოლოგიურადაც ბევრი გამოწვევაა. ამიტომ ეს შესაძლებლობა „არდის“ დაზღვეულებს არჩევანის საშუალებას აძლევს“ - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.





„ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორების ქსელის განვითარებაზე. თურქეთთან ერთად, გვყავს პარტნიორები ისრაელში, ვამატებთ ევროპულ ქვეყნებსაც. თუმცა მოცემულ მომენტში თურქეთს იმდენად კარგი საფასო ნაწილი აქვს მაღალი სტანდარტების მომსახურების კვალდაკვალ, ავიაბილეთიც იაფია, ახლო მდებარეობა და მსგავსი კლიმატიც კი, ერთად ბევრ პლუსს ქმნის, რის გამოც ადამიანები ამჯობინებენ სამკურნალოდ თურქეთის კლინიკებს მიმართონ და მოთხოვნაც ყოველწლიურად მაღალია“, - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.


მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად, ასევე მნიშნელოვანი შესაძლებლობა გახდა ცნობილი. „აჯიბადემის“ აღმასრულებელი დირექტორის რასიმ ტოპუზის განცხადებით „არდის“ აფილირებული და პარტნიორი ექიმები ACIBADEM University-ის ბაზაზე კვალიფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას შეძლებენ.


რაც შეეხება კონფერენციის დეტალებს, აჯიბადემის წარმომადგენლებმა, ჯანდაცვის მიმართულებით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, აჯიბადემის გამორჩეული ონკოლოგ-გინეკოლოგის - პროფესორ ფარუკ აბიკეს ჩართულობა, რომელმაც საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ლაპარასკოპიული რობოტული (Da Vinci) ქირურგიის გამოყენებით, როგორც სამედიცინო სფეროს, ასევე კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ ეს მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადია როგორც მსოფლიოში, ისე ACIBADEM-ის ქსელში და ემსახურება უახლესი სამედიცინო მიმართულების - ინტუიციური ქირურგიის ფორმირებას.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up