არდის კომუნიკე საზოგადოებას - გავუფრთხილდეთ ექიმებს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს

არდის კომუნიკე საზოგადოებას - გავუფრთხილდეთ ექიმებს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს

access_time2022-01-28 15:55:45

სადაზღვევო კომპანია არდი, რომელიც დაარსების დღიდან განუხრელად ემსახურება ორ უმთავრეს მიზანს - განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სადაზღვევო პლატფორმის შექმნას და დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლებას საქართველოში, კომუნიკეს ავრცელებს.


ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში და „ომიკრონის“ შტამის სწრაფად გავრცელებად ტალღასთან დაკავშირებით, საზოგადოების სოლიდარულ პასუხისმგებლობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ორ წლიანი პანდემიის ფონზე, უკიდურესად შეზღუდულია სამედიცინო სექტორში მომუშავე ადამიანების ფიზიკური თუ  ემოციური რესურსი, ხოლო მზარდი ინფიცირების პარალელურად, ჯერ კიდევ პოსტ-კოვიდური გართულებების მკურნალობის ფაზაში რჩება ათი ათასობით  ადამიანი.  სწორედ ამიტომ, როგორც უშუალოდ არდის დაზღვეულებს, ასევე საზოგადოების სხვა წევრებს, კომპანია თხოვნით მიმართავს, გამოიჩინონ  პასუხისმგებლიანი მოქალაქეობრივი პოზიცია  და დროებით გადაავადონ ის დაყოვნებადი და გეგმიური სამედიცინო მომსახურებები (რუტინული და პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევები, ამათუიმ დაავადების გეგმიური მონიტორინგი), რომელთა გადავადება არანაირ ზიანს არ მიაყენებს მათ ჯანმრთელობას, მაგრამ შექმნის  უკიდურესად საჭირო თავისუფალ დერეფანს, საშუალო და მძიმე მიმდინარეობის კოვიდპაციენტების ადექვატური და დროული მომსახურებისთვის. ეს კი თავის მხრივ, პროპორციულად აისახება ვირუსის მკურნალობის საერთო დადებით შედეგებზე, როგორც უშუალოდ ინფიცირების, ისე პოსტ-კოვიდური გართულებების ეტაპზე.


„იმ საერთო ბრძოლაში, რომელშიც ყველანი ჩართული ვართ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო რესურსების ეფექტიანად მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. ვირუსი ებრძვის ყველას, როგორც საზოგადოების რიგით წევრებს, ისე მომსახურე სამედიცინო პერსონალს, რამაც შესაძლოა უახლოეს დღეებში  საერთო სამუშაო ძალის უკიდურესი დეფიციტი გამოიწვიოს, რაც შეინიშნება უკვე არაერთ ქვეყანაში. დღეს, მთავარი პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობაა, თუმცა არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდების, არამედ ერთიანი საზოგადოების ჭრილშიც. სწორედ ამ ღირებულების გაზიარებით, მიგვაჩნია, რომ პანდემიის დაძლევა რთულია სოლიდარული პასუხისმგებლობის გარეშე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გავაცნობიეროთ, რომ პანდემიის გახანგრძლივება,  იწვევს ზოგადად ჯანდაცვის სექტორის და  განსაკუთრებით, ოჯახის ექიმების უმძიმეს სამუშაო დატვირთვას, რაც მათი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შრომისუნარიანობაზეც უკიდურესად ნეგატიურად აისახება.



თხოვნა გვაქვს, სწორედ ჩვენი საზოგადოების მიმართ, რომ შეეცადონ საერთო ბრძოლაში შეიტანონ საკუთარი წვლილი და მიმართონ სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებს, ოჯახის ექიმებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს - მხოლოდ აუცილებელი საჭიროების მიზნით, ხოლო ნებისმიერი სხვა მომსახურება, რომელიც შესაძლებელია გადავადდეს, დაგეგმილი იქნას მოგვიანებით, რამდენიმე კვირის შემდეგ, სწრაფად მზარდი პანდემიური ტალღის სტაბილიზაციისთანავე. მხოლოდ ამ საერთო პასუხისმგებლობით და ერთმანეთის გაფრთხილებით, შევძლებთ ამ გამოწვევის მალე და ღირსეულად გადალახვას.“ - ნათქვამია არდის კომუნიკეში.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up