„არემჯი” ბიზნეს რეიტინგის 21-ე  დაჯილდოებაზე ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი გახდა

„არემჯი” ბიზნეს რეიტინგის 21-ე დაჯილდოებაზე ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი გახდა

access_time2021-07-01 12:50:27

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის 21-ე   დაჯილდოებაზე ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. წელს ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი  კომპანია „არემჯი“ გახდა.


გრან პრისთან ერთად, ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე “არემჯიმ“ დამატებით სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს ნომინაციებია:  სამთო წარმოების ტექნოლოგიური მოდერნიზაციისთვის, გარდამავალი ჯილდო - ბოლნური მეღვინეობის მხარდაჭერისთვის და ღონისძიებაზე ფარული კენჭის ყრის შედეგად გამოვლენილი მედიის რჩეული კომპანიის  ჯილდო.


სამთო წარმოების ტექნოლოგიური მოდერნიზაციისთვის ჯილდო კომპანიის წარმოების დირექტორს კობა მენაბდიშვილს გადაეცა. მისი თქმით, 2017 წლიდან „არემჯიში“ დაწყებულია წარმოების სრული გადაიარაღება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება.



„ვფიქრობ, ჯილდო ტექნიკური მოდერნიზაციისთვის იყო დროული, რადგან ამ მიმართულებით ჩვენ მე-4 წელია აქტიურად ვმუშაობთ. გარემოს დაცვასთან და შრომის უსაფრთხოებასთან ერთად, ჩვენი პრიორიტეტია წარმოების განახლება და მისი გადაიარაღება. პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნული ჯილდო, ჩვენ გუნდს გაუჩენს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რომ დაწყებული საქმე  დროულად და ხარისხიანათ შევასრულოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჯილდოს უკან,  დგანან ჩვენი კომპანიის თანამშრომლები.  ადამიანები, რომლებსაც  მინდა გადავუხადო დიდი მადლობა და გავუზიარო ჩვენი  წარმატება. „ - განაცხადა კობა მენაბდიშვილმა.


„ამაღლებული განწყობა გვაქვს, ძალიან გახარებულები ვართ. ძალიან მოულოდნელად დავჯილდოვდით ისეთ ნომინაციებში, რასაც ნამდვილად არ ველოდით. ვფიქრობ, ბიზნესისათვის ასეთი სახის დაჯილდოებები ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს როგორც საქართველო, ასევე, მთელი მსოფლიო ვიმყოფებით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეტაპზე, ამიტომ მსგავსი სტიმულის მომცემი ღონისძიებები ნამდვილად მისასალმებელია“ - განაცხადა კომპანია „არემჯის“ კორპორაციული დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილიმა.

 

„ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის 21-ე   დაჯილდოებაზე 2020-2021 წლის 16 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა. ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების  ყურადღების მიპყრობა. 

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up