„არემჯიმ “ CSR FORUM 2022-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

„არემჯიმ “ CSR FORUM 2022-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

access_time2022-05-24 12:55:30

სასტუმრო მერიოტმა მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული CSR FORUM 2022-ს უმასპინძლა, რომელზეც ბიზნესლიდერებმა წელს არსებულ გამოწვევებზე და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს.


რიგით მე-7 ფორუმზე, კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე CSR პროექტები წარუდგინა, რომელთაც კომპანია ადგილობრივების მხარდასაჭერად ახორციელებს.

 

,,ვფიქრობ რომ CSR FORUM ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს კორპორაციული  პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის დანერგვას, როგორც მცირე ასევე მსხვილი ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში.  მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ გვაქვს საშუალება გავუზიაროთ საზოგადოებას ჩვენი კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული CSR პროექტები და მათი შედეგები, რომელიც 70-მდე მიმდინარე CSR პროექტს და 3000-მდე ბენეფიციარს  აერთიანებს.“- განაცხადაარემჯისკორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.


CSR ფორუმზე დამსწრე საზოგადოების წინაშე, გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელი გურამ აქვოფაშვილიც წარსდგა, რომელმაც ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანების მიღწევებზე, საერთაშორისო წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


 

,,არემჯი ჩვენი ძლიერი პარტნიორია, რომელიც აქტიურად გულშემატკივრობს ბოლნისურ მეღვინეობას და ხელს უწყობს მის განვითარებას. სწორედ ჩვენი პარტნიორობის შედეგად, რომელიც 2018 წელს დაიწყო,  ბოლნისურ ღვინოს უკვე აქვს ცნობადობა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვარ, რომ  მოგვეცა საშუალება CSR ფორუმზე  ბიზნეს საზოგადოებას გავაცნოთ ბოლნისი, ჩვენი გაერთიანება და ბოლნისური ღვინოები.  ‘’ - განაცხადა გაერთიანება ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა, გურამ ავქოფაშვილმა.


CSR ფორუმი The FINANCIAL -ის ორგანიზებით და UNDP-სა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით უკვე მეშვიდე წელია ტარდება და ბიზნესებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიდგომები და შედეგები გაუზიარონ.


2018 წლიდან კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა „არემჯის“ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა­დ ჩამოყალიბდა. 2012 წლი­დან დღემ­დე „არემჯი­მ“ 20 მლნ აშშ დო­ლარ­ზე მე­ტი ინვესტიცია განახორციელა კულტურის, სპორტის, განათლების, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ახალ­გაზ­რ­დე­ბი­ს, ადგილობრივი  სპორტული და კულტურული წრეების, ასევე მცირე მეწარმეების   ხელშეწყობისა და  მხარ­და­ჭე­რის კუთხით.

 

(R)

 



თეგები:
არემჯი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up