„არემჯიმ“  სამთოელის დღე აღნიშნა

„არემჯიმ“ სამთოელის დღე აღნიშნა

access_time2022-12-19 14:27:19

17 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ სამთოელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა. უკვე მე-4 წელია, რაც კომპანიაში მივიწყებული ტრადიცია აღდგა და  4000-ზე მეტ  დასაქმებულთან ერთად, ყოველწლიურად ამ დღეს პროფესიული დღესასწაული -  სამთოელის დღე აღინიშნება.

 

თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე კომპანიის მენეჯმენტმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად წლის 7 საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინა და მათ წლის სამთოელის საპატიო ჯილდო გადასცა.

 

ღონისძიებაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ მოწვეულ სტუმრებს და კომპანიის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

„თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ სამთოელის დღეს. 10 წელი გავიდა „არემჯის“ დაფუძნებიდან და ჩვენ ძალიან გვიხარია ამ დღის, ასე საზეიმოდ აღნიშვნა. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთხრებით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს როგორც წარმოების გადაიარაღების და განახლების, ასევე ეკოლოგიის თუ სოციალური საკითხების გაუმჯობესების კუთხით. ვფიქრობ ეს სასიკეთო ცვლილებები გვაძლევს სტიმულს, რომ ვიზეიმოთ და მივულოცოთ ერთმანეთს სამთოელის დღე“ - აღნიშნა ჯონი შუბითიძემ.


 

 2022 წლის სამთოელები გახდნენ: ლუიზა გვარაძე -  გამამდიდრებელი ფაბრიკის ფლოტატორი; ემზარ ყაფლანიშვილი - მძიმე ტექნიკის ექსპლუატაციის ექსკავატორის მემანქანე;  ალბერტ კუსიანი - სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სამსახურის უფროსის მოადგილე; დაზმირ ზურაბიშვილი - წყალქცევის უბნის უფროსი ოსტატი; ნინა პანიანი - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საქმეთა მწარმოებელი; შოთა ონიანი -მთავარი გეოლოგიური სამსახურის  დასინჯვის გეოლოგი; მოხუბათ იბრაგიმოვი  - ავტოტრანსპორტის სარემონტო საამქროს  ზეინკალ-ხარატი. - ეს ადამიანები არაერთი ათწლეულია მუშაობენ კომპანიაში და საკუთარი წვლილი შეაქვთ მის განვითარებაში.

 

სამთოელის დღე, 2019 წელს, არემჯის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კორპორატიულ დღედ დაწესდა და კომპანიაში დასაქმებული 4000-ზე მეტი თანამშრომლისთვის უქმე დღედ არის გამოცხადებული.


(R)


თეგები:
არემჯი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up