„არემჯის’’, ,,ჯორჯიან თაიმსის’’ ბიზნესის ეროვნული ჯილდო - რეგიონში დასაქმების ხელშეწყობისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა

„არემჯის’’, ,,ჯორჯიან თაიმსის’’ ბიზნესის ეროვნული ჯილდო - რეგიონში დასაქმების ხელშეწყობისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა

access_time2022-06-30 11:10:41

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის 22-ე   დაჯილდოებაზე ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. წელს ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი კომპანია „არემჯი“ გახდა. ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე “არემჯიმ“ ორ მთავარ ნომინაციაში: რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელი და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა.


ასევე კომპანიას გადაეცა, გარდამავალი ჯილდო, მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის. წელს უკვე მეორედ, არემჯი ფარული კენჭისყრის შედეგად მედიის რჩეული კომპანია გახდა.


,, „არემჯი“ საქართველოში უკვე მეათე წელია, რაც ოპერირებს. ჩვენ ვართ ქართული სამთო საქმის ლიდერი, რომელიც დღეს უკვე 3700-მდე ადამიანს და კომპანიასთან დაკავშირებულ 100-ზე მეტ კონტრაქტორ კომპანიას აერთიანებს. 2020 წლიდან დღემდე, ორი რთული, პანდემიური წლის მიუხედავად, კომპანიაში 740 ახალი თანამშრომელი დასაქმდა, რაც რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებას და მის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. დასაქმების ხეელშეწყობასთან ერთად, გარემოს დაცვა ჩვენი კომპანიისთვის ერთდროულად მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტია. სამთო საქმიანობისას გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად და საუკეთესო ბალანსის უზრუნველსაყოფად, არემჯი 2018 წლიდან გარემოსდაცვით პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში განსაზღვრული 100-მდე  გარემოსდაცვითი პროექტი თუ შემარბილებელი ღონისძიება უკვე შესრულებულია ‘’- განაცხადა  არემჯის დირექტორის მოადგილემ HR საკითხებში, გიორგი ჩხეიძემ.



ბიზნეს რეიტინგის 22-ე  დაჯილდოებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით ტარდება, 26 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა. ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი,  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა და დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის არის.


(R)


თეგები:
არემჯი RMG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up