არემჯის ინდივიდუალური განვითარების პროგრამა სტუდენტებისთვის

არემჯის ინდივიდუალური განვითარების პროგრამა სტუდენტებისთვის

access_time2021-11-15 12:55:03

კომპანია არემჯიმ, სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრში, სტუ-ს სტუდენტებისთვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გამართა.  პროექტის ფარგლებში, კონკურსისა და ორ ეტაპიანი გასაუბრების შედეგად შერჩეულ სტუდენტებს,  არემჯის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი,  მათ კომპეტენციებსა და ინტერესებზე მორგებულ დუალური სწავლების დროში გაწერილ გეგმას შესთავაზებს.



ამის შესახებ, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში გიორგი ჩხეიძემ ისაუბრა და სტუდენტებს პროექტში ჩართვისაკენ მოუწოდა.



ვფიქრობ, რომ სტუდენტებისთვის ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, გაეცნონ არა მხოლოდ მათ მიერ არჩეულ პროფესიებს, არამედ  ჩვენი კომპანიის მუშაობის სრულ ციკლს და ცალკეული სამსახურების მუშაობის სპეციფიკას. პირობითად, 1 წლის თავზე პროექტის მონაწილეს აქვს სრული წარმოდგენა თუ როგორ ხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, მისი გადამუშავება და რეალიზაცია. რა როლი აქვს ყოველდღიურ საქმიანობაში შრომის უსაფრთხოებას და გარემოს დაცვის ასპექტებს და სხვა.“- განმარტა ჩხეიძემ.




არემჯის ინდივიდუალური განვითარების პროექტში 2020 წელს 5 სტუდენტი ჩაერთო, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სპეციალურად მათთვის შედგენილი სასწავლო პროგრამა და დღეს კომპანიაში არიან დასაქმებული. პროექტის ფარგლებში მონაწილის ინდივიდუალურ განვითარებას საშუალოდ 1 წელი დაეთმობა და მისი მიმდინარეობისას სტუდენტები ანაზღაურებას მიიღებენ.



მერი ლეკიშვილი - გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი: „ვარ გეოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. პროექტის შესახებ პროფესორ-მასწავლებლებისაგან შევიტყვე.  ვფიქრობ, ინდივიდუალური განვითარების პროგრამა ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, ჩვენი მომავალი  პროფესიული  განვითარებისთვის. როგორც პრეზენტაციაზე მოვისმინე, პროექტის ფარგლებში შერჩეული სტუდენტებისთვის შედგება ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო განვითარების გეგმა. ძალიან დამაინტერესა შრომის უსაფრთხოების და ეკოლოგიის მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობამ.



ლევან რატიანი - ქიმიური ტექნოლოგიების და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტი: „ ვარ არემჯის 2021 წლის სტიპენდიანტი, პარალელურად გავდივარ პრაქტიკას კომპანიის გეოლოგიურ ლაბორატორიაში. იმ დღიდან, რაც კომპანიაში მოვხვდი ძალიან მაინტერესებს რა ხდება სხვა ლაბორატორიებში, სურვილი მქონდა მათი დათვალიერების და სრული ტექნოლოგიური ციკლის გაცნობის. ვფიქრობ ეს პროექტი ზუსტად ჩემნაირი ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის არის. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და დიდი იმედი მაქვს, რომ ინდივიდუალური განვითარების პროექტის ერთ-ერთი მონაწილეც გავხდები.“



 არემჯის ინდივიდუალური განვითარების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური მიმართულების სტუდენტებს. მათ 2021 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ პირადი მონაცემები, აკადემიური მოსწრების ბარათი და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე scholarship@richmetalsgroup.com


(R)



თეგები:
არემჯი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up