არემჯის მხარდაჭერით ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა

არემჯის მხარდაჭერით ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა

access_time2022-04-13 13:50:44

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით,  კომპანიაარემჯისა“ და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა.

 

ფორუმზე, ღვინო ბოლნისის დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას 2018 წელს მხარეებს შორის გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში დღემდე განხორციელებული  აქტივობების და ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებაზე საუბარი იყო მარტში პოლონეთში, ქალაქ კატოვიცაში გამართულ ბოლნისური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაციაზეც, რომელზეც 25 მცირე ტიპის ბოლნისური მარნის 70-მდე სახეობის ღვინო იყო წარდგენილი. ფორუმზე ასევე გამოვლინდა 16  მეღვინე, რომლებსაც საუკეთესო ღვინოების წარმოებისთვის, სარგებლობაში უმაღლესი ხარისხის მუხის კასრები გადაეცათ.  


ამ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან გავიზარდეთ და განვვითარდით. მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმიც ამის დასტურია.  მოხარული ვარ, რომ ამდენი მევენახე-მეღვინე, ღვინის დარგის ექსპერტი, სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურის წარმომადგენელი შეიკრიბა და გაეცნო როგორც ბოლნისურ ღვინოებს, ასევე ადგილობრივი მევენახე-მეღვინეების მიღწევებს. ეს  წელი განსაკუთრებული წარმატებით დაიწყო ჩვენთვის. ბოლნისური ღვინო ექსპორტზე ევროპაში - პოლონეთის ბაზარზე გავიტანეთ,  რაც კიდევ ერთი დასტურია გაერთიანება ღვინო ბოლნისის წარმატებული საქმიანობისა. - განაცხადა გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის’’ დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა.


ფორუმზე, „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა კომპანიის მიერ სოციალური პროექტების დაგეგმვისას და მათი მართვისას, მდგრადი განვითარების პრინციპებით ხელმძღვანელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც მისი თქმით, „ღვინო ბოლნისს“, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის 4 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა ასეთი ეფექტური გახადა. მჭედლიშვილმა ასევე სტუმრებს ქართულ-გერმანული ღვინის სახლის პროექტის  მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ქალაქ ბოლნისის ძველ გერმანულ უბანში  ხორციელდება.



,,ჩვენ ადგილობრივი მეღვინეობის და ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ხელს ვუწყობთ გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისს’’ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქართულ-გერმანული ღვინის სახლი სწორედ ამ ხელშეწყობის  გაგრძელებაა, რომელიც ბოლნისში შექმნის კიდევ ერთ მიზიდულობის ცენტრს, როგორც გერმანელი ასევე სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ადგილობრივ მეღვინეის განვითარებას და მათი ღვინოების ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს.“ - აღნიშნა არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.


მეღვინეთა ფორუმს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტის მერები  ესწრებოდნენ.

 

,,ჩვენი როგორც ადგილობრივი თვითმართველობის მიზანია, ხელი შეუწყოს ბოლნისში ღვინის წარმოებას და ამ მიმართულებით ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. ვიმედოვნებ, რომ სულ მალე გაერთიანებაღვინო ბოლნისსარაერთი ადგილობრივი მეღვინე შეუერთდება და ბოლნისური ღვინო კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს არამარტო რეგიონული, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.  - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


2018 წლიდან  მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისმა , კომპანია არემჯისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განახორციელა. თანამშრომლობის შედეგად, ბოლნისური მარნები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში. გადიან სხვადასხვა საგანმანათლებლო და სემინარებს, იღებენ მარკეტინგულ მხარდაჭერას, ულიმიტო ლაბორატორიულ სერვისებს, რათა ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ბოლნისური ღვინოები შესთავაზონ.

(R)



თეგები:
არემჯი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up