არემჯის მხარდაჭერით, დაბა კაზრეთის საჯარო სკოლებში პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიმდინარეობს

არემჯის მხარდაჭერით, დაბა კაზრეთის საჯარო სკოლებში პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიმდინარეობს

access_time2022-05-31 12:40:18

კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, არემჯის მხარდაჭერით, სკოლებში გახსნილ დებატკლუბებში საჯარო დებატებისთვის ინტენსიურ სამზადისს გადიან. პროექტი, რომელიც  საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება, მიზნად ისახავს კაზრეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებში სადებატო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ, კაზრეთის სკოლის მოსწავლეები შეაჯამებენ დებატკლუბების მუშაობას და ქვემო ქართლის სახელით ნაციონალურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.


 „კვლევები, რომლებიც ჩატარდა პროექტის ფარგლებში, უკვე ადასტურებს ფორმალური დებატების სწავლების მნიშვნელობას როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების ცხოვრებაში. ახალგაზრდებს უვითარდებათ ისეთი უნარები, როგორიცაა კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა. გარდა ამისა, დებატების ტექნიკა ეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაზრდასა და სწორ კომუნიკაციაში, რაც ხელს უწყობს მთლიანობაში მათ პიროვნულ განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ „არემჯის“ ინიციატივითა და შემდეგ მხარდაჭერით, ჩვენს პროექტში, რომელსაც უკვე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს,  წელს პირველად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებიც ჩაერთნენ. მათ წინ ძალიან საინტერესო გამოცდილება ელოდებათ.“ - აცხადებს თინათინ ცერცვაძე  საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე.


მოსწავლეებამდე, პროექტში მოსახვედრად, შესარჩევი კონკურსი გაიარეს სკოლის მასწავლებლებმა, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 150-მდე პედაგოგმა მიიღო. დასკვნით ეტაპზე, შეირჩა 20 მასწავლებელი, რომლებმაც გაიარეს ინტენსიური ტრენინგი დებატების ტექნიკასა და კლუბის ხელმძღვანელობაში.


 ,,მსგავსი შესაძლებლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტს აქამდე არ ჰქონია, ხოლო ახლა კაზრეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებს და მოსწავლეებს მოგვეცა შანსი  ჩავრთულიყავით ამ ძალიან საინტერესო პროექტში. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ბავშვების განათლებასა და განვითარებას ფორმალური დებატების სწავლების მიმართულებით, რათა მომავალში მათ  უკვე წარმატებულად წარადგინონ საკუთარი თავი როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე.“  - აღნიშნა  მარიამ ბერიამ, დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის პედაგოგმა.



კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლებში დებატკლუბები, არემჯის ინიციატივით, გასული წლის შემოდგომას  გაიხსნა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დებატკლუბების აქტიური მუშაობა და მოსწავლეების მომზადება საჯარო დებატებისთვის. რეგიონში არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზება და მათი ხელშეწყობა, არემჯის კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

 

,,განათლების და ახალგაზრდების მხარდაჭერა ჩვენი კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის  უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. დებატების კლუბის მხარდაჭერით, ვფიქრობთ რომ დავეხმარებით დაბა კაზრეთის საჯარო სკოლებს, მათ პედაგოგებსა და ძალიან ნიჭიერ მოსწავლეებს, უფრო მეტად ჩაერთონ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში და მიიღონ არაფორმალური განათლება, როგორც დებატების ასევე სხვა ბევრი აქტუალური და საინტერესო მიმართულებით“-   აცხადებს არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნატალი ნოზაძე.


პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ დაიწყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2020 წელს გუდავაძე-პატარკაციშვილის  და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებისა და უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერით. პროექტი მოიაზრებს დებატკლუბის ქსელის განვითარებას, არსებული და მომავალი პედაგოგების სპეციალურ გადამზადებას დებატების ტექნიკის სწავლებაში, პროფესიული განვითარების მიზნით და მეცნიერული კვლევის წარმოებას, რომელშიც კაზრეთის დებატების კლუბის წევრებიც არიან ჩართულები.


ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში აქტიურად ფუნქციონირებს 60 დებატკლუბი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომლებშიც 700-მდე მოსწავლე არის აქტიურად ჩართული. დებატკლუბები ამჟამად მუშაობენ ქვემო ქართლში, აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, იმერეთში, კახეთში, რაჭასა და თბილისში.

(R)

 


თეგები:
არემჯი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up