,,არემჯის’’ მხარდაჭერით,  პატარა ყოჩების სარაგბო გუნდი მონაკოში გაემგზავრება

,,არემჯის’’ მხარდაჭერით, პატარა ყოჩების სარაგბო გუნდი მონაკოში გაემგზავრება

access_time2022-04-29 12:00:01

სარაგბო კლუბ „ყოჩების“ 12 წლამდელთა გუნდი,  მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდის ორგანიზებით 4-8 მაისს მონაკოში დაგეგმილ სარაგბო ფესტივალზე მიემგზავრება. არემჯის მხარდაჭერით პატარა ყოჩების გუნდი მონაკოში, ერთ-ერთ მასშტაბურ -  წმინდა დევოტას სახელობის რაგბის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს სახელით იასპარაზებს.


საიუბილეო რიგით მეათე თასზე მონაწილეობას, ყოჩების გუნდი 15 კაციანი შემადგენლობით, მათ შორის 4 ბოლნისელი მორაგბით მიიღებს.


,,ბავშვებისთვის, დამწყები სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ტურნირი, რომელზეც ჩვენი პატარა ყოჩები მიემგზავრებიან მონაკოს პრინცესის ეგიდით ტარდება. მონაკოს პრინცესა შარლენის როლი ბავშვებში სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივების კუთხით უმნიშვნელოვანესია - ის მსოფლიო მასშტაბით მხარში უდგას რაგბის მიმართულების განვითარებას და ეხმარება პატარა მორაგბეებს კიდევ უფრო მეტად შეიყვარონ სპორტის ეს სახეობა. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს მონაკოს პრინცესასთან და აქტიურად ვთანამშრომლობთ მის ფონდთან.’’ - აცხადებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი, რაგბის კლუბ ,,ყოჩების’’ აღმასრულებელი დირექტორი.



,,არემჯის კორპორაციული პასუხისმგებლობა აქტიურად ითვალისწინებს სპორტის მხარდაჭერას, მათ შორის არის რაგბი. ვცდილობთ სპორტის ეს სახეობა მთლიანად მოვიცვათ, ვართ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების 2022 წლის სეზონის ოფიციალური მატჩების ტრანსლაციების  სპონსორები, 2019 წლიდან  სარაგბო კლუბ „ბოლნისი ყოჩების“ გენერალური სპონსორები და წლებია აქტიურად ვართ ჩართულები ბოლნისის რაიონში საბავშვო რაგბის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობაში. ვფიქრობთ რომ ეს ვიზიტი  იქნება განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და საინტერესო გამოცდილება პატარა სპორტსმენებისთვის.“ - აცხადებს ნატალი ნოზაძე, არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.


მონაკოს პრინცესის თასი, პრინცესა შარლენის ფონდის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ტურნირია და ყოველწლიურად,  მასში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 500-მდე ბავშვი იღებს მონაწილეობას.


მონაკოს პრინცესა შარლენის ფონდის მისიაა შექმნას მშვიდობიანი მსოფლიო, სადაც ყველა ბავშვს შეეძლება განვითარდეს და ისწავლოს უსაფრთხო გარემოში. სწორედ ამ მიზნისთვის 2012 წლიდან დღემდე, ფონდის ორგანიზებით არაერთი პროექტი ხორციელდება და დღეს უკვე 900 000- მდე ბავშვმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისარგებლა სხვადასხვა პროგრამით მათ შორის: ცურვის შესწავლა, წყლის უსაფრთხოება, სპორტის სახეობების შესწავლა.

(R)



თეგები:
არემჯი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up