„არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო - Leader of the Year გადაეცა

„არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო - Leader of the Year გადაეცა

access_time2021-07-06 10:45:20

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის  დაჯილდოების რიგით მეათე საიუბილეო  ცერემონიაზე, კომპანია „არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year  გადაეცა. კომპანიას ლიდერის სტატუსი, ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით - თანამშრომლების თვიური ანაზღაურებისა და დასაქმებულებზე დანახარჯის  კრიტერიუმით მიენიჭა.


“ბევრი ჯილდო მივიღეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა დღევანდელი ჯილდო - წლის ლიდერი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს მონაცემები ჩვენს თანამშრომლებს ეხება. ჩვენ ბოლო წლებია, სისტემატურად ვახერხებთ სახელფასო ბადის გადახედვას და საშუალოდ 10% ვუზრდით დასაქმებულებს ანაზღაურებას. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მოვახერხებთ, ერთი მხრივ, ამ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას, ხოლო მეორე მხრივ, ამ მონაცემების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.“ - განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.


ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის  2015 წლიდან საქართველოს. ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი 2017 წელს გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია,  ამ პერიოდიდან  ბიზნეს-კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year. კომპანიების წარდგენა საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად ხდება ობიექტური რანჟირების საფუძველზე, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა  და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები.



წლევანდელ ცერემონიაზე საერთაშორისო ჯილდო ჯამში 30 ქართულ და საერთაშორისო კომპანიას გადაეცა.  „არემჯიმ“ აღნიშნული ჯილდო უკვე მეორედ მიიღო.

 (R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up