„არემჯის“ საზაფხულო სკოლა 2022

„არემჯის“ საზაფხულო სკოლა 2022

access_time2022-09-20 12:50:40

კაზრეთში „არემჯის” ცენტრალურ ოფისში, სტუდენტების მხარდამჭერი პროექტის  „არემჯის საზაფხულო სკოლის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი წელს მე-4-ედ ჩატარდა და მის ფარგლებში  კომპანიამ,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის 21 სტუდენტს უმასპინძლა.


ზაფხულის დასაწყისში, გასაუბრების შედეგად შერჩეულმა პროექტის მონაწილეებმა, აგვისტოში „არემჯის“ საწარმოებში  ერთთვიანანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარეს. ისინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩეული აკადემიური პროგრამების საფუძველზე, შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდნენ: შრომის უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა, გეოლოგია, ბურღვის ტექნოლოგიები, წიაღისეულის გადამუშავება, მარკშეიდერია, გეოტექნიკა და  სამთო ტექნოლოგიები.


საზაფხულო სკოლის პროექტი ერთის მხრივ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს პრაქტიკულად გაეცნონ იმ საქმიანობას, რომელიც თავის მომავალ პროფესიად აირჩიეს, ხოლო მეორეს მხრივ, შესაძლებლობას აძლევს კომპანიას გაიცნოს ეს ახალგაზრდები, მათი ინტერესები, აჩვენოს მათ კომპანიაში დამკვიდრებული საერთაშორისო  სტანდარტები და მოთხოვნები, რათა მომავალში მხარეებს შორის შედგეს მაქსიმალურად ნაყოფიერი თანამშრომლობა.“ - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ, არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.


კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში  ერთთვიანი, ინტენსიური პრაქტიკული და თეორიული გადამზადების შედეგების შესაჯამებლად, პროექტის მონაწილეებმა არემჯის მენეჯერებს და სტუ-ს  სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს პრეზენტაციები წარუდგინეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სტუდენტებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები  გადაეცათ.



პროექტ „არემჯის საზაფხულო სკოლის“ მიზანია, სამთო მიმართულებით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენა, მათთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მომავალში დასაქმების ხელშეწყობა.


საზაფხულო სკოლის პროექტს „არემჯი“ წელს მეოთხედ ახორციელებს, 2018 წლიდან მასში უკვე 100-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. 20 მათგანი, დღეს უკვე  კომპანიის გუნდის წევრია, ხოლო 15 გრძელვადიან სტაჟირებას გადის კომპანიაში.

 

(R)





თეგები:
არემჯი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up