არეულობები Foxconn-ში საფრთხეს უქმნის iPhone-ის მიწოდებას და Apple-ის აქციებზე ზეწოლას ახდენს

არეულობები Foxconn-ში საფრთხეს უქმნის iPhone-ის მიწოდებას და Apple-ის აქციებზე ზეწოლას ახდენს

access_time2022-11-26 15:00:53

Foxconn-ის ფლაგმანი iPhone-ის ქარხანა ჩინეთში, მიმდინარე კვირაში მუშათა არეულობის გამო მიწოდებას კიდევ უფრო შეამცირებს, - ამის შესახებ ინფრომაციას reuters ავრცელებს. როიტერს რამდენიმე ანონიმურმა წყარომ დაუდასტურა, რომ ათასობით თანამშრომელმა ქარხანაში სამსახური დატოვა.


მსოფლიოში ყველაზე დიდი aplle ipone - ის ქარხანა (AAPL.O) Covid 19 - ის შეზღუდვების ქვეშაა, რამაც ქარხნის მუშები გააბრაზა და წარმოება შობის და ახალი წლის წინ შეფერხდა იმის გამო შეფერხდა, რომ ბევრი თანამშრომელი ან იზოლაციაში იყო ან სამსახურიდან გაიქცა.


ქარხანა ერთადერთია, რომელიც აწარმოებს iPhone-ის პრემიუმ მოდელებს, მათ შორის iPhone 14 Pro-ს და წყაროს თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თვის ბოლომდე წარმოება სრული დატვირთვით განახლდეს. Foxconn და Apple აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისგან თავს იკავებენ.


პარასკევს გვიან დილით ვაჭრობაში Apple-ის აქციები 1.9%-ით, ხოლო Nasdaq-ის ძირითადი ინდექსი 0.3%-ით დაეცა. თუმცა Apple კვლავ განიხილება, როგორც ტექნოლოგიური სექტორში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე კომპანია.



wedbush Securities-ის შეფასებით, დღეს Apple-ის ბევრ მაღაზიას ჩვეულებრივ სადღესასწაულო სავაჭრო სეზონთან შედარებით 25%-დან 30%-ით ნაკლები iPhone 14 Pro აქვს.


7 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში Apple-მა განაცხადა, რომ iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მიწოდება მოსალოდნელზე უფრო დაბალი იქნებოდა.


Foxconn-ის მიერ ბოლო კვირებში დაქირავებულმა ზოგიერთმა რეკრუტმა განაცხადა, რომ მათ თანამშრომლები კომპენსაციასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს, მოგვიანებით კომპანიამ ანაზღაურებასთან დაკავშირებულ „ტექნიკურ შეცდომაზე“ ბოდიში მოიხადა და თანამშრომლებს 10 000 იუანი, ანუ 1400 დოლარი შესთავაზა.


პარასკევს ჩინურ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოებში ჩანს მუშათა გრძელი რიგები რომლებიც კომპანიას ტოვებენ, ვიდეოები „სახლში წასვლის დროა“ სათაურით ვრცელდება.


ანონიმური წყაროს ცნობით ქარხანას პრობლემების დაწყებამდე 200 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა, რომლებიც დაახლოებით 1,4 მილიონი კვადრატული მეტრ ტერიტორიაზე იყვნენ განთავსებული, მოიცავს საერთო საცხოვრებელს, რესტორნებს, კალათბურთის მოედნებს და ფეხბურთის მოედანს.



თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up