არგენტინის მთავრობამ ქვეყანაში 31 პროდუქტის იმპორტზე შეზღუდვა დააწესა. შეზღუდვები მოიცავს იახტებს, ვისკის და სხვა საქონელს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
შეზღუდვებს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტისთვის კომპანიებს ყოველ ჯერზე მოუწევთ ხელისუფლებისგან სპეციალური ნებართვის მიღება. გარდა უკვე აღნიშნული პროდუქტებისა, შავ სიაში ასევე ვაფლები, ჩაქუჩები, მარკერები, კრიპტოვალუტის მაინინგ აღჭურვილობა, დინამიკები და საკიდები მოხვდა.
როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი შეზღუდული საქონლის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა გახდა, რამაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის გადასახადის მკვეთრი მატება გამოიწვია.
შეზღუდვები, რომელიც 25 აგვისტოს გამოცხადდა, არის მთავრობის მცდელობის ნაწილი, დაასტაბილუროს გაცვლითი კურსი და შეაჩეროს ინფლაცია, რომელიც 70%-ზე მეტი პროცენტით არის გაზრდილი.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ არგენტინაში წლიური ინფლაცია 90%-მდე გაიზრდება.