2022 წლის ბოლოსთვის არგენტინაში ინფლაციამ შესაძლოა 76%-ს მიაღწიოს. ეს პროგნოზი რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მიერ გამოკითხულმა დარგის ექსპერტებმა გააკეთეს.
„2022 წლის ივნისის ბოლოს, ბაზრის ანალიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს, რომ წელს ინფლაცია 76%-ს მიაღწევდა“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვალების ანგარიშსწორების ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდა მიმდინარე წლის მარტში, არგენტინის მთავრობამ 2022 წელს ფასების ზრდა 38%-დან 48%-მდე დიაპაზონში გათვალა.
ცენტრალური ბანკის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, 2023 წელს ფასების ზრდამ შესაძლოა 60%-ს გადააჭარბოს, 2024 წელს - 50%-ს.
არგენტინა უკვე რამდენიმე წელია ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნებს შორისაა. 2021 წელს ეს იყო 50.9%, 2020 წელს - 36.1%, 2019 წელს - 53.8%, 2018 წელს - 47.6%.