არგენტინაში ინფლაციამ, 30 წლის განმავლობაში პირველად, 100%-ს გადააჭარბა. ექსპერტების აზრით, ერთ-ერთი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ არგენტინის ინფლაციის მაჩვენებელი მხოლოდ ზიმბაბვეს, ლიბანს, ვენესუელასა და სირიისას ჩამორჩება. ოთხივე ქვეყანაში ინფლაციის სამნიშნა მაჩვენებელია.
ხელისუფლებამ ვერ შეაჩერა ფასების ზრდა და ინფლაცია არგენტინელებისთვის მთავარ პრობლემად იქცა, რასაც მოსდევს კორუფცია და სიღარიბე.
ექსპერტები ინფლაციის და ფასების ზრდას ცენტრალური ბანკის მიერ ფულის „ბეჭდვით“ და უკრაინაში ომით ხსნიან. ამასთან დაკავშირებით, ბუენოს აირესი საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF), რომელთანაც 44 მილიარდ დოლარიანი სესხი დაუმტკიცდა, სთხოვს, რომ უკრაინის ომისა და ექსტრემალური გარემო პირობების გათვალისწინებით მეტი ლმობიერება გამოიჩინოს.