„არის ირიბი, მაგრამ ძლიერი ინდიკატორები, რომ ხდება ეკონიმიკის სერიოზული გაჯანსაღება“ - ნათია თურნავა

„არის ირიბი, მაგრამ ძლიერი ინდიკატორები, რომ ხდება ეკონიმიკის სერიოზული გაჯანსაღება“ - ნათია თურნავა

access_time2021-09-16 22:00:00

,,წარმოუდგენელი ტემპით იზრდება ქართული პროდუქციის ექსპორტი“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.


ნათია თურნავამ, 2021 წლის მაჩვენებლები მიმოიხილა. მისი თქმით, ქართული ეკონომიკა ჯანსაღდება და მნიშვნელოვანია, რომ ამას ბიზნესი საკუთარ საქმიანობაზე გრძნობს.


,,ბიზნესის მოლოდინები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზნესი ენდობა მომავალს. იმ მაღალი ციფრების მიღმა რასაც ჩვენ ვახმოვანებთ, არის ირიბი მაგრამ ძლიერი ინდიკატორები, რომ ხდება ეკონიმიკის სერიოზული გაჯანსაღება. ეს ინდიკატორია, რომ ადგილობრივი ბიზნესი სულ უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებს. ეს გამოიხატება პრივატიზაციის მაჩვენებელშიც. წლის დასაწყისიდან 260 მლნ ლარის ქონებაა გაყიდული. ეს ორჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.


ასევე მზარდია იპოთეკური და ბიზნეს სესხების მოცულობა. მოგეხსენებათ, ესეც ხდება მაშინ, როცა სტაბილურობის განცდა არსებობს, რომ მომავალი 7-10 წელი შემოსავალი ექნება ბიზნესს ან კერძო პირს. კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი ვალუტის კურსის სტაბილურობაა, რამაც დადებითი როლი შეასრულა. არ გამოვრიცხავ, ლარის გამყარების ტენდენცია მომავალ თვეებშიც გაგრძელდეს. რთულია ამ კუთხით პროგნოზირება, თუმცა ის ფაქტი, რომ ტურიზმი მნიშვნელოვნად ჯანსაღდება. მიუხედავად პანდემიისა, წარმოუდგენელი ტემპით იზრდება ქართული პროდუქციის ექსპორტი. ახლა გამოქვეყნდა პირველი რვა თვის შედეგები და 26-27%-ით გვაქვს გაზრდილი ექსპორტი წინა წელთან შედარებით და 2019 წელთან შედარებით 7%-ით. არასოდეს იმდენი ლურჯი მოცვი და ვაშლი არ გასულა ქვეყნიდან რამდენიც გასულ წელს და ეს ტენდენცია გრძელდება“ - განაცხადა თურნავამ.



მინისტრმა, 10 წლიანი გეგმის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ 3-4 წელში, იმპორტი სულ მცირე 40%-ით უნდა შემცირდეს.


,,ჩვენ, პრემიერის დავალებით გავაკეთეთ 10 წლიანი გეგმა, რათა დავინახოთ რა მიზნობრივ მაჩვენებლებზე უნდა გავიდეთ, რომ ვთქვათ ადგილობრივ წარმოებას კიდევ უფრო მეტად დავუდექით გვერდში და დავეხმარეთ. ამისთვის არსებობს სპეც პროგრამები ექსპორტის წახალისების. რომლის ფარგლებშიც შევარჩიეთ 60 ბიზნეს საქმიანობა, რომელსაც აქვს ექსპორტზე გასვლის პოტენციალი შედეგად, უახლოეს 3-4 წელში ველოდებით, რომ იმპორტი სულ მცირე 40%-ით შემცირდება, ხოლო ექსპორტი გაორმაგდება“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ,,საქმეში“.



bpn.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up