არის თუ არა საქართველოში ბიზნესი თავისუფალი?

არის თუ არა საქართველოში ბიზნესი თავისუფალი?

access_time2021-12-13 13:00:26

წლების განმავლობაში მთავრობა გვარწმუნებს, რომ ბიზნესს საქართველოში საკმაოდ დიდი შესაძლებლობა აქვს და თავისუფლება ამ მხრივ ერთ-ერთი მთავარია. თუმცა, ბიზნეს სამართლის იურისტი, აუდიტორი აკაკი ჩარგეიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ასეთი მოწოდება თავისი შინაარსით პოპულისტურია და ნათქვამთან ბევრი არაფერი აქვს საერთო. ეს რომ სინამდვილეში ასეა, იურისტი იმ ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობს, რომლებზეც მას ბოლო წლებში უწევს მუშაობა.



იურისტის შეფასებით, თუკი ბიზნესს ავტომატებით არ აშინებენ, არ ატერორებენ, სამაგიეროდ სხვადასხვა ტიპის გაუმართლებელი გადასახადებით, სანქციებით, ზოგ შემთხვევაში კორუფციული ჩარევებით მაქსიმალურად უზღუდავენ თავისუფლებას და ამ მხრივ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ბიზნესი გაძლებაზეა.



,,მთავრობის უმოქმედობის გამო დღეს ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო უმოქმედობა კლავს! დიდი დაღმასვლაა, არანაირი თავისუფლება ბიზნესს არ აქვს. ამის რამდენიმე მაგალითი პირადად მაქვს, რადგან დაზარალებული ბიზნესმენების უფლებების დასაცავად დიდი ბრძოლა მიწევს. ეს ხდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც, სადაც ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. პირველ რიგში პრობლემა ადმინისტრაციულ დონეზეა, ეს არის გადასახადები, სანქციები, რასაც შერჩევითობის პრინციპით უწესებენ კომპანიებს. 2018 წელს მომგებიანი ბიზნესი დღეს ან გაკოტრებულია, ან უმძიმეს პირობებში მუშაობს. კორონავირუსის გამო მოთხოვნა შემცირებულია. არის შემთხვევები, ამ დროს მივარდება საგადასახადო სამსახური, ამოწმებს კონკრეტულ კომპანიას, აწერს დავალიანებებს და ასე შემდეგ. იგივე თანაბარ პირობებში, რომელიმე სხვა, მაღალი დონის ჩინოვნიკებთან დაახლოებული კომპანიები აბსოლუტურად ხელშეუხებელი არიან და რიგი პრივილეგიებით სარგებლობენ.

გაურკვეველია, ვინ მუშაობს, ვინ არ მუშაობს, ვის აჯარიმებენ და ვის - არა, ბევრი რამ პირადი ინტერესების დონეზე წყდება. როდესაც ორი კომპანია მუშაობს და მათგან ერთი წახალისებულია, ეკონომიკას ურტყამს, სხვა ფაქტორიც დაემატება და ის ერთიც ვერ იმუშავებს მომავალში. ასე რომ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს ჩიხისკენ მივყავართ. რაზეც მთავრობა აცხადებს ბიზნესის თავისუფლებასთან დაკავშირებით, სიცრუეა. რა მნიშვნელობა აქვს, რომ ძალით არ გაყაჩაღებენ და არ გართმევენ ფულს, როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს ხდებოდა. ახლა იგივე ხდება შეფარვით, ავტომატიანი ადამიანი თუ არ მოგადგა, სამაგიეროდ, ვიღაც თავის ბიზნესს ლობირებს, ვიღაცას ლობი არ ჰყავს და გაძლებაზეა“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ აკაკი ჩარგეიშვილი.




იურისტის შეფასებით, ის საგადასახადო სისტემა, რაც ქვეყანაშია, ბიზნესის განვითარებას ძირს უთხრის. ცალკე პრობლემაა ბანკების მიერ პანდემიისას  გაწეული შეღავათები, რომელიც ბოლოს კომპანიების ნაწილისთვის გაკოტრებით დასრულდა. 



,,თავის დროზე ხელისუფლებამ ეფექტურად არ იმოქმედა კომერციულ და ბიზნეს სესხებთან დაკავშირებით. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სესხის ძირის დაფიქსირება უნდა მოეხდინათ. თუმცა 3 და 6-თვიანი საშეღავათო  პერიოდის შემდეგ, პროცენტებიც როგორც ძირი დაუანგარიშეს და დღესაც  გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების გასტუმრება უწევთ. ამასობაში პანდემიის გამო მოთხოვნა შემცირებულია, ბიზნესს ბრუნვა არ აქვს,  სესხიც გაზრდილია და პროცენტიც უფრო მეტია, ამან ეკონომიკა კატასტროფამდე მიიყვანა. სამწუხაროდ, ნიჰილისტური თუ კორუფციული დამოკიდებულებებია, რომელიც შედეგებში ჩანს უკვე, განსაკუთრებით რეგიონებში. ძალიან ცუდ დღეშია ხალხი, ერთი და ორი არ მომმართავს, ვისაც საკუთარი უფლების დაცვა უწევს. მათ შორის, ჰორეკა სექტორიდან, სადაც კორუფციის აშკარა ელემენტები იკვეთება. წლის ბოლოს ვნახოთ, ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცხადებული საგადასახადო შეთანხმებით რამდენმა მოახერხა სარგებლობა. რამდენადაც ვიცი, ბევრმა მიმართა მთავრობას დაგროვილ დავალიანებებთან დაკავშირებით, კარგი პირობები რომ ჰქონდეთ, დახმარებას არავინ მოითხოვდა, მაგრამ მასიურად უჭირთ კომპანიებს, რა თავისუფლებაზეა საუბარი!  მსხვილ ბიზნესს ეს პრობლემა არ ეხება, მაგალითად, საწვავის იმპორტიორი კომპანია ავიღოთ, შერწყმულია სახელმწიფოსთან, ტენდერებიც აქვს აღებული, სახელმწიფო შესყიდვებში ძირითადად ისინი მონაწილეობენ, მაგრამ ამ დროს საშუალო და წვრილი ბიზნესი თვითგადარჩენისთვის იბრძვის“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ აკაკი ჩარგეიშვილი.



როგორც იურისტი განმარტავს, ეკონომიკური ბრუნვის დღევანდელი მდგომარეობა ვერ ეწევა საკონტროლო მექანიზმებს, რომელიც ბიზნესს წამოეწია და ეს არის სწორედ ხელისუფლების უმოქმედობის შედეგი.



ჩარგეიშვილის განცხადებით, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს არა მხოლოდ ბიზნესის თავისუფლებას, არამედ იმასაც, რომ ბარიერი რაც შეიძლება  დაბალი იყოს  და ადამიანებს შეეძლოთ თავისუფლად შესვლა სამეწარმეო საქმიანობაში, რათა მეტი საშუალო შეძლების ადამიანი გვყავდეს.



როგორც წესი, მმართველ პარტიაში ხშირად აცხადებენ, რომ  ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს. ამასთან, მუდმივად გვახსენებენ, თუ რა ვითარებაში უწევდა ოპერირება ბიზნესს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up