არისტოკრატია ბიზნესში: რატომ ომობენ გერმანული კონგლომერატების მემკვიდრეები?!

არისტოკრატია ბიზნესში: რატომ ომობენ გერმანული კონგლომერატების მემკვიდრეები?!

access_time2021-02-06 20:00:19

სტაბილურობა და კონსერვატიზმი - დახასიათება, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ გერმანულ ბიზნესთან მიმართებაში. მაგრამ, ბევრ კომპანიაში ტრადიციადაა ქცეული ოჯახური კონფლიქტები და მუდმივი ქიშპობა. ყავის მაგნატმა ალბერტ დარბოვენმა საკუთარი შვილი არტური თავისივე კომპანიიდან გააგდო და მეგობრის შვილად აყვანას შეეცადა, რათა ის ოჯახური ბიზნესის მემკვიდრედ ექცია. უკვე მრავალი წელია არ სრულდება მტრობა საბაკალეო ბიზნესის მწარმოებლების 5 შვილთაშვილს შორის , დაწყებული პირველი ქორწინებიდან დასრულებული მესამეთი. ჰოლდინგ „ტეგელმანის მფლობელებს შორის „ცივი ომის“ შესახებ ასევე არაერთი ჭორი გავრცელდა.  ამბობდნენ, რომ კომპანიის ხელმღვანელმა, კარლ ერივან ჰაუბმა, რომელიც 2018 წელს დაიკარგა, საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოახდინა. 2021 წლის იანვარში მისმა ძმამ ჯორჯ ჰაუბმა განცხადება მისი გარდაცვალების შესახებ, უარყო.


მსგავსი კონფლიქტები ანადგურებს არა მხოლოდ ოჯახებსა და რეპუტაციებს, არამედ აისახება კომპანიების შემოსავლებზეც. გერმან სიმონის თქმით,რომელიც საშუალო ბიზნესების კონსულტანტია, მემკვიდრეობა ამ ფირმების მთავარი პრობლემაა. ეს ოჯახური კონფლიქტები იწვევს გაკოტრებას და კონკურენტებისთვის კომპანიის მიყიდვას. ბევრ ბიზნესმენს ურჩევნია თავად დაიტოვოს სივრცე მანევრისთვის და ნაკლებად არიან მზად, რომ ბიზნესი შვილებს ან შვილიშვილებს გადასცენ.


გერმანული კომპანიების 90 პროცენტი ოჯახური ბიზნესია. მათ განეკუთვნება საერთაშორისო კორპორაციებიც, რაც სხვა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი არ არის; ასეთი სფეროებია ავტოკონცერნები(BMW, CONTINENTAL, VOLKSWAGEN), ქიმიკატების მწარმოებლები (HENKEL), ტექნიკა და ელექტრონიკა (Bosch, Heraeus, Knorr-Bremse), მედიაჰოლდინგები, ფარმაცევტული კომპანიები და რითეილერები. გერმანული კომპანიების 30 პროცენტი, რომელთა თანამშრომლების რაოდენობა 500-ს აღემატება, ამ კომპანიების დამფუძნებელთა შთამომავლებს ეკუთვნით.


ოჯახური ბიზნესების ასეთი დიდი რაოდენობა მემკვიდრეობასთან დაკაშირებული გადასახადით შეიძლება აიხსნას. ეს გადასახადი ყოველთვის მაღალი იყო აშშ-სა და საფრანგეთში, მაგრამ გერმანიაში მოსაკრებელი საკმაოდ მცირეა. რაც უფრო მიშვნელოვანია, მემკვიდრეები იღებენ გადასახადის გადავადების უფლებას, ასევე ინარჩუნებენ თანამშრომლების რიცხვს და აგრძელებენ ბიზნესის მართვას არანაკლებ 7 წლის მანძილზე. დიდ როლს მენტალიტეტიც ასრულებს. მაშინ, როცა ამერიკაში აღფრთოვანებით უყურებენ ბიზნესმენებს, რომლებმაც ყველაფერს თავისით მიაღწიეს, გერმანიაში პატივს სცემენ ბიზნეს - არისტოკრატიას მდიდარი წარსულით.


„ერთხელ კონსულტაციას ვუწევდი ფირმას, რომლის დამფუძნებელი 4 შვილს შორის თანაბრად აპირებდა ქონების განაწილებას, თუმცა გენერალური დირექტორის პოსტისთვის მათ თავად უნდა ებრძოლათ, ეს პირდაპირი გზაა კონფლიქტისკენ“ - ამბობს ბიტენ -ხერდეკეს უნივერსიტეტის პროფესორი არისტ ფონ შლიპე.



მემკვიდრეობის პრობლემა ნაკლებია, როცა ერთი შთამომავალი ჰყავს კომპანიას. ან სხვები არ გამოთქვამენ პრეენზიას კომპანიის წილებზე. ბევრად მძიმეა სიტუაცია როცა კომპანიის მფლობელს ბევრი შვილი სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. ისე, როგორც ეს ფერდინანდ პიეხის შემთხვევაში იყო, რომელიც Volkswagen Group-ის ყოფილი მფლობელი და პორშეს კონცერნის დამფუძნებლის შვილთაშვილია. მას 6 ქალიშვილი და 7 ვაჟი ჰყავდა 3 ქორწინებიდან. დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ 2019 წლიდან, მისი 13-ვე შვილი მემკვიდრეობაზე პრეტენზიას აცხადებს. საუბარია 1,5 მილიარდ ევროს ღირებულების ქონებაზე.


უმეტეს შემთხვევაში უთანხმოების მიზეზი ქონება სულაც არ არის. ნათესავების კონფლიქტი ხდება კომპანიის მომავალთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო. მამამ არტურ დარბოვენი ჯერ სამსახურიდან დაითხოვა, შემდეგ კი ბიზნესში წილები შეუმცირა. დარბოვენ უფროსმა ხელი შეუშალა შვილის გეგმებს ახალი ყავის ბიზნესის დაწყებაში, რომელიც „Coffee-erotic-ის ჩაშვებას აპირებდა.


მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ზოგი ბიზნეს დინასტია ყოველწლიურ ოჯახურ თათბირს აწყობს, უმცროს წევრებს ოჯახურ არდადეგებსაც უწყობენ. ხშირად იწერება მსგავსი ურთიერთობებისთვის სპეციალური კოდექსი. მაგალითად, „ჰანიელის“ დინასტიის 680 წარმომადგენელი ვალდებულია 80 გვერდიანი კოდექსი დაიცვას, რომელიც უკრძალავს ოჯახის წევრებს სხვა კომპანიაში დასაქმებას, თუნდაც სტაჟიორად.

 

Rbk.ru

 

მარიამ მორგოშია

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up