არკადი ვოლოჟმა ყველა თანამდებობა დატოვა რუსულ ტექნოლოგიურ გიგანტში Yandex. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. ვოლოჟს ჰოლანდიური Yandex N.V. (Yandex-ის სათავო ოფისი) CEO–ს პოსტი ეკავა და დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაშიც შედიოდა.
ვოლოჟმა უფლებამოსილებები მას შემდეგ მოიხსნა, რაც შეიტყო, რომ იგი ევროკავშირის სანქციებში მოხვდა.