„არქი“ - 1 კვ/მ უძრავი ქონება $120-ით უკვე გაძვირდა

„არქი“ - 1 კვ/მ უძრავი ქონება $120-ით უკვე გაძვირდა

access_time2022-03-22 11:00:21

გაძვირებული არმატურა, ბეტონი, სამშენებლო და ინერტულ მასალები, ეროვნული ვალუტის არასტაბილური და არაპროგნოზირებადი კურსი - დეველოპერული სექტორი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ბაზარი ახლა უძრავი ქონების გაძვირების მოლოდინშია.

 

1 კვ/მ–ის ფასი 120 დოლარით უკვე გაზარდა ერთ-ერთმა უმსხვილესმა დეველოპერულმა კომპანიამ. „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი გვიყვება, რომ ზრდის ტენდენცია უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება და უძრავ ქონებაზე ფასი საშუალოდ 250 დოლარით გაიზრდება. როგორც ის ამბობს, კომპანიის მთავარი მიზანი სტაბილურობის შენარჩუნება და იმ ვალდებულებების შესრულებაა, რომელიც „არქელების“ წინაშე აქვთ აღებული.

 

„მშენებლობა რისგანაც შედგება ფაქტობრივად ყველაფერი გაძვირდა. ფასი განსაკუთრებით არმატურაზეა გაზრდილი. საფასო პოლიტიკას ნაწილობრივ გადავხედეთ, სარეალიზაციო ფართის მშენებლობის ღირებულება 100-120 დოლარით უკვე გაძვირდა. როგორც ვხვდებით, ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ ფასი კიდევ 150 დოლარით შეიძლება გაიზარდოს, ანუ 1 კვ/მ უძრავი ქონების საშუალო ფასი ჯამში 250 დოლარი და მეტით შეიძლება გაიზარდოს.


როგორც ყველა დეველოპერი, იძულებულები ვიქნებით, თვითღირებულების ზრდასთან ერთად სარეალიზაციო ფასი გავზარდოთ. ჩვენთვის მთავარია კომპანიამ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოს და ის პასუხისმგებლობა, რაც გვაქვს აღებული ჩვენს კლიენტებთან, სრულად შევასრულოთ. მშენებლობის თვითღირებულება იზრდება და ჩვენთვის გაყიდულ ბინებზე მომგებიანობა არათუ შემცირდება, არამედ შეიძლება საერთოდ არ იყოს“, - აცხადებს შიო ხეცურიანი.

 

„არქის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბაზარზე შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის მიუხედავად, ყველა მიმდინარე პროექტი, რომელიც კომპანიას აქვს, შეფერხების გარეშე, თავის ვადაში დასრულდება. თუმცა, შიო ხეცურიანი აქვე ამბობს, რომ „არქი“ მომავალ პროექტებს შეამცირებს .

 


„ვგეგმავთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშენებლობის მიმართულებით ის ტემპი, რაც გვაქვს, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო გაუმჯობესებული პროდუქცია. წელს არაერთი პროექტის დაწყებას ვაპირებდით, სავარაუდოდ მომავალში ნაკლებ პროექტს დავიწყებთ, მანამ სანამ არ დავინახავთ, რომ ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურდა“, - ამბობს ხეცურიანი.

 

კომპანიის დირექტორი ამბობს იმასაც, რომ საქართველოში უძრავი ქონების ფასი გაზრდა ბინების გაყიდვებს შეამცირებს:

 

„ლოგიკურია, რომ გაყიდვები შეიძლება შემცირდეს - ფასის ზრდასთან ერთად მოთხოვნა ისეთი აღარ იქნება, როგორიც პირობითად დღეს არის. იმდენად, არასტაბილური სიტუაციაა ბაზარზე, პროდუქციის ღირებულებასთან დაკავშირებით სურათი ყოველდღიურად იცვლება, ამიტომ გამიჭირდება იმის თქმა, რა მაჩვენებლით შემცირდება გაყიდვები“, - თქვა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 2.7 პროცენტიანი მატებით, რამაც 1.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

 

წინა 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 14.1 პროცენტით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 19.6 პროცენტიანი ზრდით. რაც 11.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.


ბაჩო ადამია



თეგები:
არქი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up