არქი 15 წლის გახდა

არქი 15 წლის გახდა

access_time2021-07-05 11:55:28

ლიდერი დეველოპერული კომპანია, არქი, 15 წლის გახდა. არქის ისტორია 2006 წლიდან იწყება,  დღეს კი კომპანია უკვე 20 000-მდე არქელს აერთიანებს. 31 დასრულებული საცხოვრებელი სახლი და 20 მიმდინარე მშენებლობა, სასტუმროები ზღვისა და მთის კურორტებზე, 3 ოფისი და უამრავი განხორციელებული სოციალური აქტივობა.


არქი 2006 წელს ილია წულაიამ, მენი ბენიშმა და ირაკლი ქაფიანიძემ დააარსეს. 2008 წლიდან კომპანია დეველოპერულ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. 2018 წელს არქის თანამფლობელი ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გახდა, რომელთან ერთადაც, კომპანიას არა ერთი საინტერესო კამპანია ჰქონდა განხორციელებული. 


არქის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებაზე ზრუნვაა. კომპანიის მოგების 5%  სწორედ ამ მიმართულებას ხმარდება. ქართული სპორტის პოპულარიზაცია, გარემოს დაცვა და საქველმოქმედო ღონისძიებები - ეს იმ სოციალური აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც არქის მონაწილეობა აქვს მიღებული.


დიდ მოტივაციასთან ერთად, კომპანიის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ენერგოეფექტური მშენებლობაცაა, რომლის კულტურა საქართველოში არქიმ შემოიტანა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იტონგის ქარხნის მშენებლობის დაწყება, რომლის ინვესტიციამაც 50 მილიონი ლარი შეადგინა. იტონგი გერმანული ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკია, რომლითაც არქის ყველა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ქარხნის გახსნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.



„არქი უკვე 15 წლისაა. წლების განმავლობაში, საქმეს მაქსიმალური ძალისხმევით ვაკეთებდით, რამაც წარმატებამდე მიგვიყვანა. ყველაზე დიდი წარმატება კი არის ის, რომ ჩვენ შევძელით შეგვექმნა არქელების უდიდესი ოჯახი, რომელიც 20 000 ადამიანს აერთიანებს. მიხარია, რომ მათ შორის,  ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ქართველია, რომლებსაც არქიში ბინის ყიდვის შემდეგ საქართველოში დაბრუნება გაუმარტივდათ. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მომხმარებელს ამხელა ნდობისა და ერთგულებისთვის. არქელებზე ზრუნვა ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება.  ყოველდღიურად ვცდილობთ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი შეთავაზება და მომსახურება და უახლოეს მომავალში არაერთი ახალი პროექტი გვაქვს დაგეგმილი ამ მიმართულებით“, - ამბობს არქის დამფუძნებელი ილია წულაია.


არქი საუკეთესო დამსაქმებელია. კომპანიის სამ ოფისში 200-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო მშენებლობებზე ყოველწლიურად 2000-მდე ადამიანი საქმდება.


არქის სამომავლო გეგმები საკმაოდ მასშტაბურია და არაერთი ახალი საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს მშენებლობას მოიცავს თბილისსა და საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მომსახურების ახალ სტანდარტზე გადასვლაა, რომლის მიზანიც  არქელების კომფორტისა და კმაყოფილების კიდევ უფრო გაუმჯობესებაა.

 

 (R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up